საბედნიეროდ, ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, რაც "ლელოს" თავად ფეხბურთელმა უთხრა:
"კოჭი გადამიტრიალდა. ახლა უკვე კარგად ვარ, მაგრამ "უფასთან" ალექსანდრ ტარხანოვმა ("ურალის" მთავარი მწვრთნელი - რედ.) არ მათამაშა იმიტომ, რომ რისკი იქნებოდა - 100 პროცენტით მზად არ ვიყავი. გუნდმა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა
სეზონი დასრულდა და ახლა უნდა გადაწყდეს 21 წლის ქართველი მცველის საკითხი - ისევ "გენტს" დაუბრუნდება თუ ეკატერინბურგელებს მისი ტრანსფერის გამოსყიდვა სურთ? ცხადია, ტაბიძეს ამაზეც ვკითხეთ:
"ჯერ ვერაფერს გეტყვით, რადგან ამაზე პასუხი მეც არ მაქვს. ფაქტია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მალევე უნდა გაირკვეს, სად უნდა მოვემზადო და ვითამაშო".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"