ჯიმი ტაბიძე: "გენტი" თუ "ურალი"? მალე უნდა გაირკვეს...

AutoSharing Option
ჯიმი ტაბიძე, რომელიც ერთ-ერთმა რუსულმა გამოცემამ იქაური პრემიერლიგის აღმოჩენად დაასახელა, 28-ე ტურში "კრასნოდართან" შეხვედრისას დაშავდა, მოედნის დატოვება მოუხდა და ბოლო ორ მატჩში "ურალის" შემადგენლობაში აღარ გამოჩენილა.

საბედნიეროდ, ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, რაც "ლელოს" თავად ფეხბურთელმა უთხრა:

"კოჭი გადამიტრიალდა. ახლა უკვე კარგად ვარ, მაგრამ "უფასთან" ალექსანდრ ტარხანოვმა ("ურალის" მთავარი მწვრთნელი - რედ.) არ მათამაშა იმიტომ, რომ რისკი იქნებოდა - 100 პროცენტით მზად არ ვიყავი. გუნდმა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა
და ბოლო ტურში ჩემი თამაშის აუცილებლობაც აღარ იყო", - ამბობს ტაბიძე.

სეზონი დასრულდა და ახლა უნდა გადაწყდეს 21 წლის ქართველი მცველის საკითხი - ისევ "გენტს" დაუბრუნდება თუ ეკატერინბურგელებს მისი ტრანსფერის გამოსყიდვა სურთ? ცხადია, ტაბიძეს ამაზეც ვკითხეთ:

"ჯერ ვერაფერს გეტყვით, რადგან ამაზე პასუხი მეც არ მაქვს. ფაქტია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მალევე უნდა გაირკვეს, სად უნდა მოვემზადო და ვითამაშო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ურააა...ურალი,ურალი მაგარია სამი დიფერი აქ :)
კახა
14:02 25-05-2017
0
რა გინდა შვილო ურალში და დასაქცევში,წადი ევროპაში,ქვეყანას მაინც ნახავ,თუ ბევრი ფული გინდა ასე უცებ?
status quo
14:47 25-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული