"სოვეტსკი სპორტმა" ჯანო ანანიძე რუსეთის ჩემპიონატის 10 იმედგაცრუებაში დაასახელა

AutoSharing Option
რუსულმა გამოცემა "სოვეტსკი სპორტმა" ქვეყნის პრემიერლიგის 2016/17 წლების სეზონის ათ იმედგაცრუებას შორის, სამწუხაროდ, მოსკოვის "სპარტაკის" ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძეც დაასახელა.

გამოცემის ჩამონათვალში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მეხუთე ადგილზეა.

"ჩემპიონატის სტარტის წინ ჯანო ხარობდა: "როგორც იქნა, არაფერი მაწუხებს, ყველა ტრავმა მოვიშუშე". და დაიწყო კიდეც შთამბეჭდავად! ნუთუ გაიბრწყინებს? მაგრამ მერე ისევ ყველაფერი ძველებურად... შესაძლოა, ანანიძე ამჟამინდელ "სპარტაკში" ყველაზე ნიჭიერია. და ყველაზე არასტაბილური. არაფერი იცვლება: რამდენიმე ბრწყინვალე, მეტიც - გადასარევი მატჩი სეზონში, სხვა დანარჩენი - სიცარიელე", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძე "სპარტაკთან"
ერთად ამ სეზონში ჩემპიონობა იზეიმა. მის ანგარიშზე პრემიერლიგის 22 შეხვედრაში გატანილი 4 გოლი და 2 საგოლე პასია.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ვაი თქვე საცოდავებოო. ჩემპიონი გუნდის ძირითადში თუ იმედგაცრუება თამაშობდა ნაღდად არ მეგონა :D
zaza
27 მაისი 2017 04:25
0
საქართველოს დროშით ჩემპიონობის აღნიშვნა არ მოეწონათ სავარაუდოდ და მართალია რუსეთის ნაკრები რომ აერჩია ხელის გულზე ატარებდნენ.
123
26 მაისი 2017 23:22
0
რუსეთის ჩემპიონატის ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელია.სპარტაკის გოლების ორმოცდაათი პროცენტი მისი წამოწყებული კომბინაციების შედეგად გადის.სოვეტსკი სპორტი უბერავს.
jumber
26 მაისი 2017 22:28
0
სირცხვილია რუსებო სირცხვილი ანანიძეზე როო ასე ლაპარაკობთ
საუკეთესო ხარ ჯანო
26 მაისი 2017 22:12
0
გეყოფათ ამ სისულელებზე წამოგება ამათ ჯანო რომ არ აწყობდეთ ფულს გადაიხდიდნენ
კახა
26 მაისი 2017 22:09
0
რუსეთის მოქალაქე რო ყოფილიყი ჩვენი ჯანო წლის აღმოჩენად დაასახელებდნეენ,ყველამ ვიცით რომ ჯანო ერთ ერთი საუკეთესო ფეხბურთელია რუსეთის ჩემპიონატში, უბრალოდ იმიტო იჩაგრება ასე რომ ქართველია.
malxaza
26 მაისი 2017 21:52
0
იმედგაცრუება იმიტომაა, რომ ჯანომ რუსეთის ნაკრებს საქართველოს ნაკრები ამჯობინა ))).
პატრიოტი
26 მაისი 2017 21:12
0
კაცი მეოთხე ადგილზეა გუნდში გოლების მიხედვით. მთელი სეზონი რაც ითამაშა თამაშის რიტმს მან აკონტროლებდა მოედანზე .ნახევარმცველმა კაცმა სპარტაკის 4 თავდამსხმელიდან 3 -ზე ლორენცო მელგარეხოზე, დენის დავიდოვზე და ადრიან ლუშზე მეტი გოლი გაიტანა. რა მეთოდოლოგიით დათვალეს რუსმა შოვინისტებმა არ ვიცი
ნიკა
26 მაისი 2017 16:53
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული