"სოვეტსკი სპორტმა" ჯანო ანანიძე რუსეთის ჩემპიონატის 10 იმედგაცრუებაში დაასახელა

AutoSharing Option
რუსულმა გამოცემა "სოვეტსკი სპორტმა" ქვეყნის პრემიერლიგის 2016/17 წლების სეზონის ათ იმედგაცრუებას შორის, სამწუხაროდ, მოსკოვის "სპარტაკის" ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძეც დაასახელა.

გამოცემის ჩამონათვალში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მეხუთე ადგილზეა.

"ჩემპიონატის სტარტის წინ ჯანო ხარობდა: "როგორც იქნა, არაფერი მაწუხებს, ყველა ტრავმა მოვიშუშე". და დაიწყო კიდეც შთამბეჭდავად! ნუთუ გაიბრწყინებს? მაგრამ მერე ისევ ყველაფერი ძველებურად... შესაძლოა, ანანიძე ამჟამინდელ "სპარტაკში" ყველაზე ნიჭიერია. და ყველაზე არასტაბილური. არაფერი იცვლება: რამდენიმე ბრწყინვალე, მეტიც - გადასარევი მატჩი სეზონში, სხვა დანარჩენი - სიცარიელე", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძე "სპარტაკთან"
ერთად ამ სეზონში ჩემპიონობა იზეიმა. მის ანგარიშზე პრემიერლიგის 22 შეხვედრაში გატანილი 4 გოლი და 2 საგოლე პასია.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ჯანოსგან გაცილებით მეტს მოელიან და ამიტომ ჩათვალეს იმედგაცრუებად,თორემ არ ვარგაო,იმას ხომ არ ამბობენ.ამ ზამთარს ჯანოს ინტერვიუში ეწერა,რომ მწვრთნელმა ამოცანად დაუსახა სეზონში 10, 10გოლი და პასი/დაწყება შესანიშნავი ჰქონდა,შემდეგ კი ჩრდილში წავიდა.
მე მგონი ჯანო რუსეთის ფიზიკური ორთაბრძოლებით გადაჯერებულ,საკმაოდ უხეშ ლიგაში ფიზიკურად იჩაგრება,ვერც მათ ტოლს დარბის და ვერც ფიზიკურ შეტაკებებში იმარჯვებს,აი თუ ბურთი მიიღო და პატარა სივრცე მიეცა,მაშინ იცოცხლეთ,დიდებულია.ალბათ მაინც კუნთური მასის მომატება სჭირდება.
სოსო
27 მაისი 2017 20:04
0
ყველაზე კრეატიული ფეხბურთელია სპარტაკის შემადგენლობაში რომელიც ძალიან "დაგეგმილ"ფეხბურთს თამაშობს, რაც უფრო ენდობოდნენ უკეთ თამაშობდა,იმედგაცრუებას ლიგაზე ნახავენ უმადური ...............



levani
27 მაისი 2017 19:32
0
კარგად მახსოვს: როცა კახი ასათიანმა მოსკოვის ტორპედოს ყვალა მცველი მოატყუა და მეორედ ჩამოუარა ბურთით მცველების "გასამარგლავად" -დიქტორი გაყვიროდა - "ნესპორტივნოე პოვედენიე" გრუზინსკოგო ფუტბოლისტა, ონ იზდევაეტსა ნად კოლეგამი იზ ტორპედო" და არა ის, რომ ეს რა მაგარი დრიბლიორიაო!
კიდევ: ბარკაია მუდრიტ - უდარ გოლ!
ხურცილავა ჩერეზ სებია ოტბივაედ მიაჩ - მოლოდეც შესტერნიოვ! და ა.შ. ჯანო გამაგრდი, მაგენი ჰოკეის თამაშს გთხოვენ!!!
ვაჟა
27 მაისი 2017 11:58
0
ისე ბოლოს ჯანომ აშკარად წააგო კონკურენცია პოპოვთან და ძირითადში ადგილი დაკარგა. ყველაფერი კარგად რომ არაა ამას რათ უნდა თქმა. მარტო ერთი კუთხიდან ნუ შევხედავთ საკითხს. რათქმაუნდა ჯანოსგან უფრო მეტს ველოდით და ვერ ამართლებს ბოლომდე.
kaxa
27 მაისი 2017 11:47
0
იმედგაცრუება არა იხვი მთავარია ტრამვები არ მიიგოს რომ არ ვარგოდეს აქამდე გაუშვებდნენ
თამაზი
27 მაისი 2017 11:38
0
"სოვეცკი სპორტი", "კომსომოლსკაია პრავდა" და ლენინის ძეგლი ყველა ქალაქში (ასეთი რამ წარმოუდგენია ვინმეს საქართველოში? შეიძლება,არ ვიცი???) არ მოუშალოს ღმერთმა დიდ რუსეთს. ასეთივე დღეში იყო უკრაინა 2014 წლამდე, მაგრამ ახლა ლაგდება ყველაფერი.
ნატალი
27 მაისი 2017 11:36
0
ჩვენ, სპორტის მოყვარულები კარგად ვიცნობთ ამ გაზეთს და მის შოვინისტ ჟურმალისტებს-წარსულშიც და აწყმოშიც-, მათი დამოკიდებულება არა რუსი სპორტმენებისდმი ყოველთვის იყო ტენდენციური, განსაკუთრებით ქართველების მისამართით. ჯანოს მისამართით შეიძლება ზოგი რამ მართებულია მაგრამ სიცარიელეზე ლაპარაკი გადაჭარბებულია. უდავოა, მას ვერ პატიობენ პატრიოტულ ქმედებებს, განსაკუთრებით უარს რუსეთის მოქალაქეობაზე. ყოველ ხელსაყრელ მომენტს იყენებენ ამის ირიბად შეხსენებისათვის.
devi
27 მაისი 2017 11:21
0
ეს ბნელეთში ჩარჩენილი რუსეთის საშველი არ იქნება, რაღა დროს სოვეტსკი სპორტია, დეპოში არიან , დეპოში
ზურაბი
27 მაისი 2017 08:34
0
ქართული დროშით? ძალზე გარისკა ,მოაცილეთ იქაურობას არაფერი დამართონ.
ილია
27 მაისი 2017 08:15
0
123 --გეთანხმებით, დროშის ბრალია ეგ ყველაფერი, იმის ტარი გავარტყი მაგათ
Rezo
27 მაისი 2017 07:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული