თემურ ქეცბაია "დანდის" მწვრთნელობის სამ კანდიდატს შორისაა

AutoSharing Option
eveningtelegraph.co.uk-ის ინფორმაციით, "დანდის" მწვრთნელობის სამი მთავარი კანდიდატი უკვე ცნობილია და მათ შორის არის თემურ ქეცბაიაც.

"დანდი" არც ისე დიდი ხნის წინათ, აპრილში ეძებდა მწვრთნელს, როცა გუნდის ხელმძღვანელობა პოლ ჰარტლის გუნდის შედეგებით უკმაყოფილო იყო. სხვათა შორის, მაშინ კანდიდატთა გაფართოებულ სიაში ასევე იყო ქეცბაიას გვარი.

"დანდი" მაშინ ნილ მაკენმა ჩაიბარა და გუნდი ელიტაში დარჩა. ახლა "დანდის" თავკაცობის მთავარი კანდიდატი ჯეკ როსია, თუმცა თემურ ქეცბაიასა და ჯიმ მაკინტაირის კანდიდატურებიც განიხილება.

"49 წლის სპეციალისტს კარიერის ბოლო წლებში მცირე ხნით, მაგრამ წარმატებულად უთამაშია "დანდიში" და
კონტაქტი არც ამის შემდეგ გაუწყვეტია კლუბთან.

კაცი, რომელიც ინგლისში გოლის აღნიშვნის საოცარი შესრულებით გახდა პოპულარული, ახლა უკვე ძალიან გამოცდილი სპეციალისტია. მას უკვე საკმაოდ ცნობილი გუნდები გაუწვრთნია, ძირითადად, საბერძნეთსა და კვიპროსში.

მან სამწვრთნელო კარიერა "ანორთოსისში" დაიწყო, ჰქონდა ხანმოკლე გამოცდილება "ოლიმპიაკოსში", შემდეგ კი საქართველოს ნაკრების თავკაცი გახდა. ეროვნულ გუნდში ქეცბაია 5 წელი დარჩა, რომელიც 2014 წელს ცუდი შედეგების გამო დატოვა.

შემდეგ იყო კვიპროსული აპოელ-ი და ბერძნული აეკ-ი", - წერს შოტლანდიური "ივნინგ ტელეგრაფი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული