ყაზახეთის ჩემპიონატში ჩატარებული 15 მატჩის შემდეგ "ტობოლი", რომელსაც ომარ თეთრაძე წვრთნის, 24 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.
- ნიკა, კეთილი იყოს შენი მობრძანება ყაზახეთში. როგორია პირველი შთაბეჭდილებები ჩვენს ქვეყანაზე?
- პირველი შთაბეჭდილებები დადებითია, ძალიან მომწონს აქაურობა. ყაზახეთის შესახებ კი მსმენოდა, რადგან აქ ჩემი ბევრი მეგობარი თამაშობს. გუნდში ძალიან კარგად მიმიღეს, ბიჭებთან ერთად დავათვალიერე
- როგორ გაჩნდა "ტობოლის" ვარიანტი? რამდენი ხნით გააფორმე კონტრაქტი?
- კონტრაქტი წლინახევრიანია. როგორც ვიცი, კლუბის ხელმძღვანელობა დიდხანს განიხილავდა ჩემს კანდიდატურას, დიდხანს მაკვირდებოდა. პირველი კონტაქტი კი საქართველოს ნაკრებში ჩატარებული მატჩის (ლატვიასთან, 2017 წლის მარტში) შემდეგ იყო. ვფიქრობ, ამ თამაშის შემდეგ გადაწყვიტეს კიდეც, რომ ჩემთან კონტრაქტი გაეფორმებინათ.
- ომარ თეთრაძეს უწინ თუ იცნობდი?
- პირადად არ ვიცნობდი, ისე კი, რა თქმა უნდა, ვიცოდი მის შესახებ, რადგან ის სახელოვანი ფეხბურთელი იყო. ვიცოდი მისი სამწვრთნელო საქმიანობის შესახებაც. მასთან არაერთ ჩემს მეგობარს უმუშავია. რამდენიმე დღეა, რაც აქ ვარ, ყველაფერი კონფორტულად და მაღალპროფესიონალურადაა. მიხარია, რომ მასთან ვიმუშავებ.
- შენი უწინდელი კლუბი "გაბალა" ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობდა და წელსაც ითამაშებს ევროთასებზე, რასაც ვერ ვიტყვით "ტობოლზე". აქ გადმოსვლა შენთვის უკან გადადგმული ნაბიჯია?
- "ტობოლში" იმისთვის მოვედი, რომ გუნდს ევროპალიგის საგზურის მოპოვებაში დავეხმარო. ვეცდები, რომ "ტობოლმაც" ითამაშოს ევროთასებზე და იმედია, ჩემი გამოცდილება გუნდს მხოლოდ წაადგება. არ ვფიქრობ, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია. "ტობოლში" ყველაფერი მაკმაყოფილებს და თავს არ დავზოგავ.
- მოასწარი გუნდის გაცნობა? მის პოტენციალზე აზრი შეგექმნა?
- დიახ, უკვე ჩავატარე რამდენიმე ვარჯიში გუნდთან ერთად. აქ საკმაოდ კარგი ფეხბურთელები არიან თავმოყრილნი. გუნდს აქვს პოტენციალი, რათა მიაღწიოს დასახულ მიზნებს და მოიპოვოს ევროპალიგის საგზური.
- მიმდინარე სეზონში რას უნდა უმიზნებდეს "ტობოლი"?
- ვფიქრობ, მხოლოდ ბოლო წლების შედეგებითაც რომ განვსაჯოთ, ამჟამინდელი მდგომარეობა "ტობოლისთვის" სანიმუშო არაა. ბოლომდე ვიბრძოლებთ ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურისთვის.
- რას ჰპირდები გულშემატკივარს?
- მობრძანდით სტადიონზე. ზედმეტი ლაპარაკი არ მიყვარს, მოედანზე გამოვაჩენ თავს, ბოლომდე დავიხარჯები და ყველაფერს გავაკეთებ "ტობოლისა" და კოსტანაის წარმატებისთვის. მოხარული ვიქნები, თუკი სავსე ტრიბუნები გვიქომაგებს.