"ეს კოშმარია, მეორედ იქ აღარ ჩავალ!" - ანანიძემ "სპარტაკის" მეკარეს საქართველოში უმასპინძლა

AutoSharing Option
ჯანო ანანიძემ, მას შემდეგ, რაც მისმა გუნდმა მოსკოვის "სპარტაკმა" რუსეთის ჩემპიონობა მოიპოვა, არდადეგებზე საქართველოში თანაგუნდელი - მეკარე არტიომ რებროვი მოიპატიჟა.

საქართველოში გატარებული დღეების შთაბეჭდილებები "სპარტაკის" გოლკიპერმა sportsdaily.ru-ს გაუზიარა:

"საქართველოში ოთხი დღე დავყავით, სტუმრად ჯანო ანანიძესთან. ძალიან მომეწონა! მაგარი დასვენება გამოვიდა. მსგავსი სტუმართმოყვარეობა, სიმართლე გითხრათ, მანამდე არსად არასდროს მენახა. ეს კოშმარია! მეორედ იქ აღარ ჩავალ. ვუთხარი კიდეც: "ყველგან შენ იხდი - ასე არ შეიძლება!". მაგრამ საქართველოში ასე ყოფილა მიღებული - სტუმრებს საკადრისად უნდა დახვდნენ, გაუმასპინძლდნენ, სუფრა გაუშალონ".

"დარწმუნებული ვიყავი, რომ მომეწონებოდა,
მაგრამ არა ასე ძლიერ. თბილისი, ყაზბეგი, მცხეთა, ხაჭაპური, ჩურჩხელა, ხინკალი, სულგუნი... გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება!

ეს ულამაზესი, სტუმართმოყვარე ქვეყანაა, კეთილი ხალხით. ჩვენ შეყვარებული ვართ მასზე. თუკი ვინმეს გარკვეული შიში ან ეჭვები გაქვთ, ჩახვიდეთ თუ არა საქართველოში, გეტყვით, რომ აუცილებლად უნდა ჩახვიდეთ და მინიმუმ, ორი კვირით!", - ასეთი მინაწერი გაუკეთა რუსმა მეკარემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელიც მცხეთის ფონზეა გადაღებული.
მკითხველის კომენტარები / 29 /
მეც მახსოვს ეგ ნარკვევი"არმიანსკოე გოსტეპრიიმსტვო ი რუსკოე სპასიბო"ეგრე ერქვა
NMN789
02 ივნისი 2017 12:48
0
კაით რა ხალხო რა მართლა კაით რა თქვენ რა გინდათ რუსული შოვინიზმი შეცვალოთ ან თურქული ან ევროპულ ამერიკული მასონიზმი ეს არ მოხდება ღმერთი ყველაფერს აბალანსებს არ იქნება რუსეთი ჩაგყლაპავს თურქეთი ხომ გაგიგონიათ ამიტომ ჩვენ ჩვენი ძლიერი მხარე სტუმართმოყვარეობა გავაგრძელოთ მტერთან ახლოს ჯობს ვიდრე შორს გაქცევა .
fak
02 ივნისი 2017 09:02
1
მე საპირისპიროდ ვფიქრობ.იმ142 მილიონიდან 141 მილიონს მართლა ვუყვარვათ და პატივს გვცემს.ქართული ღვინის 85%იყიდება რუსეთში .ასევე სხვა სასოფლო სამეურნეო პროდუქტების
ზაზა
02 ივნისი 2017 03:31
1
ისე ძალიან მოსწონთ, რომ უნდათ თვითონ ეკუთვნოდეთ!!!
გიორგი
02 ივნისი 2017 03:24
0
რუსეთი 142 მილიონია. 140 მილიონი ცუდს ფიქრობს პუტინით დაზომბირებული, მხოლოდ 2 მილიონი სრულიად საპირისპიროს. სამწუხაროდ ეს უმცირესობა ვერ აკეთებს პოლიტიკას და ვერ მეგობრობს ამიტომაც საქართველოსთან რუსეთი.
ზურა
02 ივნისი 2017 00:18
1
რუსეთი 142 მილიონია. 140 მილიონი ალბათ იგივეს ფიქრობს, ხოლო 2 მილიონი სრულიად საპირისპიროს. სამწუხაროდ ეს უმცირესობა აკეთებს პოლიტიკას
ზურა
01 ივნისი 2017 22:04
0
ეხ,ნაცნობი სურათია,თან ბევრჯერ ნანახი,ჩვენც ჩამოგვყავდა,ჩვენც თან ვყვებოდით,ჩვენც პატივს ვცემდით...მერე რა ხდებოდა?მერე რით გვიხდიდნენ?ჩვენ ხო ვიდოყლაპიავეთ, ეტყობა ახლა ამათი ჯერია...აბა თქვენ იცით...ვტყუივარ?
upatrono
01 ივნისი 2017 20:27
0
ნაცნობი სურათია,თან ბერჯერ ნანახი,ჩვენც ჩამოგვყავდა,თან ვყვებოდით,პატივს ცემდით,მერე რახდებოდა?ყელამ კარგათ ვნახეთ რაც ხდებოდა...ჩვენ ვიდოყლაპიევეთ და ახლა ეტყობა ამათი ჯერი დადგა,,,ვტყუივარ?
upatrono
01 ივნისი 2017 20:13
0
ჯანო მაგარი კაცი ხარ
გოჩა
01 ივნისი 2017 19:57
0
ერი რომელისაც ვუყვარვართ !!!!!
komunisti
02 ივნისი 2017 17:52
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული