ტრავმა წარსულს ჩაბარდა - გიორგი ჭანტურიამ ვარჯიში უკვე დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 24 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია კარგა ხანია, ფეხბურთს ვეღარ თამაშობს. რა თქმა უნდა, მისი არყოფნა საქართველოს ნაკრებისთვის დანაკლისია. მოგეხსენებათ, "ურალის" ფეხბურთელი ვერც უახლოეს ორ შეხვედრაში დაეხმარება ეროვნულ გუნდს...

მან ტრავმა რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურში, "ლოკომოტივთან" საშინაო მატჩში (1:1) მიიღო. სამედიცინო გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ჭანტურიას მუხლის მყესები ჰქონდა დაზიანებული და უახლოეს მომავალში ოპერაცია უნდა გაეკეთებინა.

წინასწარი ინფორმაციით, ჭანტურიას გამოჯანმრთელებას დაახლოებით 6 თვე დასჭირდებოდა. ეს არასასიამოვნო ამბავი ნოემბერში მოხდა. არადა, ფეხბურთელი თანდათან ეგუებოდა ახალ კლუბს, ფორმაში შედიოდა და
ასეთ დროს ხანგრძლივი იძულებითი  პაუზა ვერ იყო კარგი ამბავი ვერც თავად ჭანტურიასთვის და ვერც - "ურალისთვის"...

განსაკუთრებით სასიამოვნო იყო თანაგუნდელთა მხარდაჭერა. "ურალის" ფეხბურთელები "როსტოვთან" მე-17 ტურის მატჩზე ჭანტურიას გასამხნევებელი, სპეციალური მაისურებით გავიდნენ. მაისურებზე რუსულად და ქართულად, ოღონდ ლათინური ასოებით, ეწერა: "გიორგი, მალე გამოჯანმრთელდი!"  რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიამოვნო ჟესტი იყო...

...და აი, როგორც გავიგეთ, ჭანტურიამ უკვე დაიწყო ვარჯიში ინდივიდუალური პროგრამით. მან სარეაბილიტაციო კურსი მიუნხენში გაიარა. მკურნალობის პროცესი ძალიან კარგად, ყოველგვარი გართულების გარეშე წავიდა და ინდივიდუალური ვარჯიშის დაწყებაც ამიტომ გახდა ამ ეტაპისთვის შესაძლებელი.

გადაწყვეტილი ამბავია ისიც, რომ ჭანტურია აუცილებლად გაჰყვება "ურალს" ბალკანურ შეკრებაზე და ახალი სეზონისთვის გუნდთან ერთად მოემზადება. მოკლედ, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ჭანტურიას ტრავმა წარსულს ჩაბარდა და იწყება მზადება ახალი ბატალიებისთვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჭანტურია წარმატებებს ვუსურვებ !მაგრამ ... მამულოს ვეთანხმები თუ რამის მიღწევა შეეძლო ჭანტურიას აქამდე მიაღწევდა. ისე რუსეთის ჩემპიონატში თუ შეძლებს დამკვიდრებას ძალიან კარგი იქნება მისთვის! საერთოდ ქართველ ფეხბურთელებს ნიჭი კი აქვთ მაგრამ არასწორედ ზრდიან ეს უცოდინარი მწვრთნელები,ტაქტიკურად ფიზიკურად ძალიან შორს არიან თანამედროვე ფეხბურთთან და ამ ტექნიკასაც ვეღარ იყენებენ!"ქუთაისელი" ყაველაშვილი საუკეთესო ბომბარდირი პირველი წრეში იყო და მისი ერთ-ერთი გოლი ჩემპიონატის საუკეთესო გოლებში პირველ ადგილზე იყო კარგა ხანს, მაგრამ ჩემპიონატის ბოლოს კონკურენცია წააგო აზერბაიჯანელთან (თუ არ ვცდები სულეიმანოვი იყო)! მაგრამ მაგ დროს რუსეთში ქართველ ფეხბურთელებზე დიდი მოთხოვნა იყო! ვლადიკავკაზის ალანია ხომ არც გაზაევს და არც ალანიის გულშემატკივრებს ქართველის გარეშე ეს გუნდი ვერ წარმოედგინათ! დემეტრაძე ხო ალანიაში ისე უყვარდათ როგორც ტოტი რომაში!!!! დღეს კიდევ ვის უნდა ქართველი ფეხბურთელი? "ტობოლს" კამაზს"შირაქს" და იქაც სკამს ხეხავენ სამწუხაროდ!
zaza
03 ივნისი 2017 16:14
0
ჭანტურია თუარა სხვები ხოარიან ლეგენდები და დიდი მომავლის მქონე ერთი მაინც დაასახელე შე დალოცვილო რომელი არაა მარადმწვანე ჩვენ ნაკრებში.დდ ის გიხარია კაცს რო ჩემპიონ გუნდში შენ ფეხბურთელს ნახევარი საათით მზის შუქს ანახებენ ისეთი დრო დაგიდგა არადა რუსეთის ჩემპიონი ყაველაშვილი ვლადიკავკაზის ბომბარდირი იყო .დდ და მაგაზე არავის უთქვამს აუდა რა მაგარიაო.არაბიძეს თუარ აუარდა თავში მაგარი იქნება მარა იქნება არნიშნავს იმას რო არის ამას დიდი შრომა ჭირდება.
quTaiseli
03 ივნისი 2017 10:29
0
როგორც ყენია ვეღარ ითამაშ ,ისეებს დიდ ფეხბურთს,ისე ამისგან და ოქრიაშვილისგანაც არაფერი გამოვა.ესენი დარჩებიან "მარადმწვანე" პერსპექტიულ ტალანტებად,რომელთაც დიდი ფეხბურთის თამაში შეეძლოთ...
mamulo
03 ივნისი 2017 01:01
0
ძალიან სასიმოვნო სიახლეა.ვასოს ვეთანხმები,რომ გიორგის დაღვინება სჭირდება,მაგრამ უკვე იმ ასაკშია,როცა აზროვნებაც მოეთხოვება.მას თამაშის თავის თავზე აღება შეუძლია და საჭიროა ინდივიდუალიზმი გუნდის ინტერესებს დაექვემდებაროს.გიორგის საკმაო დრო ჰქონდა საფიქრელად და ალბათ ამაზეც იფიქრებდა.ასე რომ მომავალ სეზონში გაცილებით მეტს ველით მისგან.
სოსო
02 ივნისი 2017 19:46
0
ნაღდად მაგარი იგროკია, უბრალოდ დაღვინება უნდა და რომ იძახით ევროპა ევროპაო, მე მგონი ქართველისთვის 25-26 წლამდე რუსეთი სჯობს ისევ განსავითარებლად, რომ პროფესიონალად ჩამოყალიბდეს და მერე შეეძლება ტოპ ლიგებში თამაში, პირდაპირ ევროპას ვერ ქაჩავენ, ხომ ფაქტია და რუსულ პრემიერს ასე ნუ წამოარტყამთ ხელს. მე მგონი ამისგან დადგება კაცი. წარმატებები, არაა ეგ დასაკარგი კაცი
vaso
02 ივნისი 2017 19:14
0
23 წლის არის და შეასწორე
avto
02 ივნისი 2017 16:42
0
რომ გამოჯანმრთელდა კარგია, ოღონდ არიქა ნაკრებშიო-არ გვინდა.
haha
02 ივნისი 2017 16:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული