ტრავმა წარსულს ჩაბარდა - გიორგი ჭანტურიამ ვარჯიში უკვე დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 24 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია კარგა ხანია, ფეხბურთს ვეღარ თამაშობს. რა თქმა უნდა, მისი არყოფნა საქართველოს ნაკრებისთვის დანაკლისია. მოგეხსენებათ, "ურალის" ფეხბურთელი ვერც უახლოეს ორ შეხვედრაში დაეხმარება ეროვნულ გუნდს...

მან ტრავმა რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურში, "ლოკომოტივთან" საშინაო მატჩში (1:1) მიიღო. სამედიცინო გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ჭანტურიას მუხლის მყესები ჰქონდა დაზიანებული და უახლოეს მომავალში ოპერაცია უნდა გაეკეთებინა.

წინასწარი ინფორმაციით, ჭანტურიას გამოჯანმრთელებას დაახლოებით 6 თვე დასჭირდებოდა. ეს არასასიამოვნო ამბავი ნოემბერში მოხდა. არადა, ფეხბურთელი თანდათან ეგუებოდა ახალ კლუბს, ფორმაში შედიოდა და
ასეთ დროს ხანგრძლივი იძულებითი  პაუზა ვერ იყო კარგი ამბავი ვერც თავად ჭანტურიასთვის და ვერც - "ურალისთვის"...

განსაკუთრებით სასიამოვნო იყო თანაგუნდელთა მხარდაჭერა. "ურალის" ფეხბურთელები "როსტოვთან" მე-17 ტურის მატჩზე ჭანტურიას გასამხნევებელი, სპეციალური მაისურებით გავიდნენ. მაისურებზე რუსულად და ქართულად, ოღონდ ლათინური ასოებით, ეწერა: "გიორგი, მალე გამოჯანმრთელდი!"  რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიამოვნო ჟესტი იყო...

...და აი, როგორც გავიგეთ, ჭანტურიამ უკვე დაიწყო ვარჯიში ინდივიდუალური პროგრამით. მან სარეაბილიტაციო კურსი მიუნხენში გაიარა. მკურნალობის პროცესი ძალიან კარგად, ყოველგვარი გართულების გარეშე წავიდა და ინდივიდუალური ვარჯიშის დაწყებაც ამიტომ გახდა ამ ეტაპისთვის შესაძლებელი.

გადაწყვეტილი ამბავია ისიც, რომ ჭანტურია აუცილებლად გაჰყვება "ურალს" ბალკანურ შეკრებაზე და ახალი სეზონისთვის გუნდთან ერთად მოემზადება. მოკლედ, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ჭანტურიას ტრავმა წარსულს ჩაბარდა და იწყება მზადება ახალი ბატალიებისთვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჭანტურია წარმატებებს ვუსურვებ !მაგრამ ... მამულოს ვეთანხმები თუ რამის მიღწევა შეეძლო ჭანტურიას აქამდე მიაღწევდა. ისე რუსეთის ჩემპიონატში თუ შეძლებს დამკვიდრებას ძალიან კარგი იქნება მისთვის! საერთოდ ქართველ ფეხბურთელებს ნიჭი კი აქვთ მაგრამ არასწორედ ზრდიან ეს უცოდინარი მწვრთნელები,ტაქტიკურად ფიზიკურად ძალიან შორს არიან თანამედროვე ფეხბურთთან და ამ ტექნიკასაც ვეღარ იყენებენ!"ქუთაისელი" ყაველაშვილი საუკეთესო ბომბარდირი პირველი წრეში იყო და მისი ერთ-ერთი გოლი ჩემპიონატის საუკეთესო გოლებში პირველ ადგილზე იყო კარგა ხანს, მაგრამ ჩემპიონატის ბოლოს კონკურენცია წააგო აზერბაიჯანელთან (თუ არ ვცდები სულეიმანოვი იყო)! მაგრამ მაგ დროს რუსეთში ქართველ ფეხბურთელებზე დიდი მოთხოვნა იყო! ვლადიკავკაზის ალანია ხომ არც გაზაევს და არც ალანიის გულშემატკივრებს ქართველის გარეშე ეს გუნდი ვერ წარმოედგინათ! დემეტრაძე ხო ალანიაში ისე უყვარდათ როგორც ტოტი რომაში!!!! დღეს კიდევ ვის უნდა ქართველი ფეხბურთელი? "ტობოლს" კამაზს"შირაქს" და იქაც სკამს ხეხავენ სამწუხაროდ!
zaza
16:14 03-06-2017
0
ჭანტურია თუარა სხვები ხოარიან ლეგენდები და დიდი მომავლის მქონე ერთი მაინც დაასახელე შე დალოცვილო რომელი არაა მარადმწვანე ჩვენ ნაკრებში.დდ ის გიხარია კაცს რო ჩემპიონ გუნდში შენ ფეხბურთელს ნახევარი საათით მზის შუქს ანახებენ ისეთი დრო დაგიდგა არადა რუსეთის ჩემპიონი ყაველაშვილი ვლადიკავკაზის ბომბარდირი იყო .დდ და მაგაზე არავის უთქვამს აუდა რა მაგარიაო.არაბიძეს თუარ აუარდა თავში მაგარი იქნება მარა იქნება არნიშნავს იმას რო არის ამას დიდი შრომა ჭირდება.
quTaiseli
10:29 03-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული