"საბა კვირკველია "რუბინს" ეკუთვნის და ზაფხულში ის ყაზანში უნდა იყოს"

AutoSharing Option
"რუბინის" ყოფილმა პრეზიდენტმა ილსურ მეტშინმა "ბიზნეს-ონლაინთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ სეზონის საგაზაფხულო ნაწილის წინ "ლოკომოტივში" იჯარით გაშვებული საბა კვირკველია ისევ ყაზანში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ "რუბინის" აწ უკვე ყოფილი თავკაცი ხავი გრასია საქართველოს ნაკრების მცველს სრულ უნდობლობას უცხადებდა, რის გამოც საბამ მოსკოვის "ლოკომოტივს" იჯარით მიაშურა.

- შესაძლოა, გრასიას ყველაზე დიდი შეცდომა კვირკველიაზე უარის თქმა იყო, რომელსაც შანსიც კი არ მისცა...
- ვეუბნებოდი ხავის: "შეხედე, სანჩესი რამდენ შეცდომას უშვებს, კვირკველია ხომ უკეთესია". ხავი კი მეუბნებოდა, რომ საბა მის დავალებას ვერ გაუმკლავდებოდა.

საბა კვირკველია
ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია და თან, დიდებული ადამიანი. ის ნაღდი ქართველია, დიდსულოვანი და ის სულითა და გულით ყაზანს, "რუბინს" ეკუთვნის... მას ფული არ აინტერესებდა, მას "რუბინში" თამაში სურდა.

ვფიქრობდი, რომ მისი სათადარიგოთა სკამზე ჯდომა უბრალოდ დანაშაული იყო, მაგრამ მწვრთნელი მეუბნებოდა: არა, მე მას შემადგენლობაში ვერ ვხედავო. რა უნდა გვექნა? გავუშვით იჯარით, რათა გრასიას საკუთარი თვალით ენახა, როგორ გახდა საბა ნახევარი წლის განმავლობაში "ლოკომოტივის" ძირითადის მოთამაშე და შეაბიჯა ევროპის ლიგაში.

რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ჩემი გეგმა მარტივი იყო - დამებრუნება კვირკველია.

- კონტრაქტში არ არის ოპცია ფეხბურთელის გამოსყიდვის უპირველესი უფლების "ლოკომოტივისთვის" მინიჭების შესახებ?
- არა, კვირკველია არის ფეხბურთელი, რომელიც მთლიანად ეკუთვნის "რუბინს" და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ის ყაზანური კლუბის განკარგულებაში უნდა იყოს.
მკითხველის კომენტარები / 13 /
საქმე დამოკიდებულებაშია, ევროპაში სწორი მიდგომებია და ტყუილად ქებას არავინ დაგიწყებს , რუსეთში კიდე დაკმარისია ერთი ფინტი გააკეთო ცაში აგიყვანენ და ეს კლავს ზუსტად ქართველს, მაგას გონია მართლა მაგარია და თუ რაღაც მანქანებით მერე ევროპაში მიხვდა იქ მართლა საქმეს რომ მისთხოვენ იკვე თავში აქვს ავარდნილი, მარადონობს.
Gio
03 ივნისი 2017 21:23
0
რუბინში კვირკველია ძირითადის ფეხბურთელი იყო სანამ "ევროპელი" მწვრთნელი არ მივიდა, ნუ კარგი როგორც ზოგიერთები აღნიშნავენ რუსეთში ქართველების ნიჭს კლავენ... კანკავას საფრანგეთში ათამაშებენ?ბელგიაში რომელი ქართველი იყო ძირითადის ფეხბურთელი ზარანდია ტაბიძე ბერიძე ოქრიაშვილი??პოლონეთში ყაზაიშვილი თამშობს? არცერთი მწვრთნელი არ იტყვის უარს ფერხბურთელზე რომელსაც გუნდისთვის სარგებლობის მოტანა შეუძლია,ერთეული შემთხვევები ყველგან არის, აგერ ბენარფამ ნიცაში მშვენიერი სეზონი ჩაატარა მაგრამ პსჟ-ში საერთოდ არ ათამაშეს....
zaza
03 ივნისი 2017 17:11
0
qartveli fexburtelebi rusetis mxridan diskreditaciis msxverplni arian.
S.P
03 ივნისი 2017 11:57
0
ვეთანხმები GIO- ს
გუსანი
03 ივნისი 2017 11:43
0
მოკლედ ერთი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რუსებმა ჩვენი ფსიქოლოგია ზეპირად იციან, ერთს კარგად შეგვაქებენ, გვეტყვიან კარგი ხალხი ხართ, დიდსულოვნები და მაღდი რაინდებიო და ჩვენც მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ ამ ..., მაგრამ ტრაგედია მარტო ეს არააა, საქმე ისაა რომ ამის მერე თავი მართლა მაგრები გვგონია და ბაქიბუქის გარდა არაფერი შეგვიძლია თან იარესადაც ვზარმაცდებით, როცა ევროპელებისგან იგივე დამოკიდებულებას ვერ ვხედავთ ვბრაზობთ კდეც არადა მათ თუ კარგად დააკვირდები ყველა ჩვენს ნაკლოვანებას დაინახავ. დროა გონს მოვეგოთ და გამოვფხიზლდეთ, თორე ვანიას მზაკვრობები დაგვღუპავს. აიღეთ ჯანო, ბიჭს თავი სისულელეებით გამოულაყეს და მზადაა სპარტაკისთვის მოკვდეს, არადა ეს ხომ მხოლოდ ბიზნესია და წინ უნდა იარო, განვითარდე. რა? სპარტაკმა რაახან ბავშვობაში აიყვანა მარტო ჯანომ იხეირა მავით? უნიჭო რომ ყოფილიყო ხომ არ აიყვანდნენ. იგივე ჯანაშია, ტიპს უფიფეზი ტალანტი ქონდა შეეძლო დიდი კლუბები ფაეპყრო და მართლა ფეხბურთელი ყოჶილიყო, მაგრამერთი კარვად აქეს ადიდეს და ამანაც მთელი თავის ტალანტი ქარს გაატანა. ფეხბურთის ისტორიისთვის ის ისევე წარმოადგენს რამეს როგორც მისკოვის ლოკომოტივი. მოკლედ რუსეთი ჩვენს ნიჭს გუდავს და განვითარების საშუალებას არაფერში არ აძლევს.
Gio
03 ივნისი 2017 10:46
0
ყაზანში ბერდიევი ბრუნდება და კვირკველიას არ გაუშვებს. ძირითადის მოთამაშე იქნება
andro
02 ივნისი 2017 19:58
0
ასეა, ზოგ-ზოგები სსრკ-ს და კერძოდ, რუსეთს რომ მისტირიან...ავმა ძაღლმა არც თვითონ და არც სხვას აჭამაო....კიდევ რომ ვერ გაიგებ, ვისთან აქვთ საქმე, ენა ჩაიგდონ და ნუ წუწუნებენ....
მიშა63
02 ივნისი 2017 19:34
0
დასკვნა ერთია, კი უნდა წახვიდე რუსეთში და ითამაშო, აუცილებლად წინ წაგწევს ფიზიკის თვალსაზრისით, პირველ რიგში, ასევე დიდი ჩემპიონატია და სტაბილურობაშიც დაგეხმარება, ხელფასიც კაია, მარა კონტრაქტი უნდა დადო კარგი, მოკლე და გონივრული. მაქსიმუმ 3 წელი. ჩელებაძესთან რა კონტრაქტზეა საუბარი, კაცს ღუზა აქვს ჩაშვებული
ვასო
02 ივნისი 2017 19:23
0
მერე რით ვერ გაიგეთ, რომ მაგ ქვეყანაში თამაში კი არა, ცხოვრებაც საშიშია...
ბონდო
02 ივნისი 2017 18:45
0
ფული მიგვიცია და რასაც გვინდა,იმას ვუზავთო.ეს რა ხალხი ყოფილა!არც ევროლიგაზე თამაშის საშუალებას აძლევენ.
ფული არ აინტერესებს,მარტო თამაში უნდაო.ჰოოდა იაფად ნაყიდს ფასი არა აქვს,უთამაშებლობით ბევრს არაფერს ჰკარგავენ.
სოსო
02 ივნისი 2017 18:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული