გიორგი მერებაშვილის "ვისლამ", რომელსაც ელიტაში ადგილი შენარჩუნებული ჰქონდა, პლოცკში "შლიონსკს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:3 დამარცხდა. მერებაშვილმა, რომელიც საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული, შეუცვლელად ითამაშა, 85-ე წუთზე კი გაფრთხილება მიიღო.
ნიკა ძალამიძის გუნდმა ლენჩნას "გურნიკმა" სტუმრად ფრედ 2:2 დაასრულა შეხვედრა "რუხთან" და ელიტასთან მასთან ერთად დაემშვიდობა. ძალამიძე სტუმართა განაცხადში არ ყოფილა.
სტუმრად მოიგო ლუკა ზარანდიას "არკამ" "ზეგლემბესთან" - 1:3. ქართველი ლეგიონერი მატჩის განცხადში არ ყოფილა.
პოლონეთში ჩემპიონთა