გიორგი ლორია: რომ არა ხელი...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვი" რუსეთის პრემიერლიგიდან გავარდა. ახლა ყველას გვაინტერესებს, მისაღებია თუ არა 31 წლის გოლკიპერისთვის რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობა.

სამარული კლუბის წარუმატებლობის ფონზე, თავად ლორიას ნორმალური სეზონი ჰქონდა. ეგაა, ჩვენდა გასაკვირად, მან რამდენიმე მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

"ლელო" ლორიას გეგმებზე სასაუბროდ შეეხმიანა, თუმცა ვერც სეზონის შეფასებას ავუვლიდით გვერდს...

უკეთესი სეზონიც მექნებოდა...
- ცხადია, სეზონი ერთმნიშვნელოვნად წარუმატებელი იყო. პრემიერლიგიდან გავარდნით ვინ უნდა იყოს კმაყოფილი?

მაგრამ პირადად ჩემს თამაშს თუ შევაფასებთ, ვიტყვი, რომ, ალბათ, მატჩების 95 პროცენტი მაღალ დონეზე
ჩავატარე.

უკეთესი სეზონიც მექნებოდა, მეორე წრეში ტრავმები და გაუთვალისწინებელი გარემოებები რომ არ ყოფილიყო. საბოლოოდ, მაინც გულდასაწყვეტი შედეგი მივიღეთ...

რატომ სათადარიგოთა სკამზე?
- გასულ სეზონში "კრილიას" ბელორუსი სპეციალისტი სკრიპჩენკო წვრთნიდა. ახლა ის მოხსნეს და ორი დღეა, ტიხონოვი დანიშნეს.

სათადარიგოთა სკამზე დასმის მიზეზი მწვრთნელმა "ანჟისთან" მატჩის წინ ასე ამიხსნა: რუს ფეხბურთელებს ტრავმები და დისკვალიფიკაცია აქვთ, ამიტომ იძულებული ვარ, ამ შეხვედრაში 6 წინახაზელი ლეგიონერი ვათამაშოო...

არიან მწვრთნელები, რომლებიც არ ასრულებენ ხოლმე სიტყვას. მოგებული მატჩის შემდეგ მან აღარ შეცვალა შემადგენლობა. თუმცა მერე მაინც დავუბრუნდი ძირითად შემადგენლობას...

რატომ გავვარდით?
- პირველი წრის მერე გუნდის ორი წამყვანი ფეხბურთელი, ცალაგოვი და მოლო, "ზენიტში" წავიდა. მეორე წრემ გვიჩვენა, რომ ვერ მოხერხდა მათი სრულფასოვნად შეცვლა. ალბათ, ეს იყო ჩვენი გავარდნის მთავარი მიზეზი.

როცა ხელს გიშლის... ხელი
- ხელის ტრავმა რომ არ მიმეღო, დიდი ალბათობით, უკვე წასული ვიქნებოდი "კრილიადან". ახლა მთავარია, ხელი დროზე მოვირჩინო. ამაზე ვარ კონცენტრირებული.

კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი მაქვს კიდევ, მაგრამ გასაკვირი არაფერია იმაში, რომ უფრო მაღალ დონეზე მინდა თამაში...

გული ძალიან დამწყდა...
- გული მწყდება, რომ ნაკრებს ვერ დავეხმარები. ვარჯიშზე იდაყვი ვიტკინე. თავიდან მეგონა, რომ ტრავმას იოლად გადავიტანდი, მაგრამ მთლად ასეც არ ყოფილა.

ზუსტად არ ვიცი, როდის შევძლებ ვარჯიშის განახლებას. წესით, დიდი დრო არ უნდა გამიცდეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
იქით ხოჭოლავას ხელი აქვსო მოტეხილი და არ გამოიძAხესო არადა ერთი კვირის წინ ითამაშა...გავაუქმოთ ფეხბურთის ნაკრები, წინ წავლას მაინც არ არის...
rossoneri
17:22 05-06-2017
0
რა ვერ გაიგეს ამ ჩვენმა ფეხბურთელებმა, რომ უამბიციო გუნდებს, მით უმეტეს რუსეთის ლიგას არ უნდა გაეკარონ. ფულია მათთვის პრიორიტეტი და ამიტომ მუდამ ასეთ დღეში არიან.
გიორგი
17:34 05-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული