გიორგი ლორია: დიდი ალბათობით, მცირე ქირურგიული ჩარევაც დამჭირდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 31 წლის მეკარემ გიორგი ლორიამ რუსულ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ ჩქარობს სამარის "კრილია სოვეტოვის" დატოვებას, საკითხის გადაწყვეტას კი მას შემდეგ აპირებს, რაც ხელის ტრავმას მოიშუშებს.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მეკარის გუნდმა გასულ სეზონში პრემიერლიგაში ადგილი ვერ შეინარჩუნა და პირველ ლიგაში ითამაშებს, თავად გიორგის კი ტრავმა აქვს, რის გამოც ვერც საქართველოს ნაკრებს ეხმარება.

"მთელ ჩემს კარიერაში ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც რანგით მეორე ლიგაში ვითამაშებ. არ ვიცი, რა და როგორ, მაგრამ როგორც ბიჭები ამბობენ, სამარელი გულშემატკივარი
არასდროს აქცევს ზურგს თავის გუნდს. და მაშინაც კი, როდესაც "კრილია" პირველ ლიგაში გამოდის, ყოველთვის მოდის სტადიონზე მხარდასაჭერად. მჯერა, ტენდენცია მომავალ სეზონშიც გაგრძელდება, რადგან ამ ქალაქს ძალიან უყვარს თავისი კლუბი.

დავრჩები თუ არა "კრილია სოვეტოვში"? ვფიქრობ, საუბარი მექნება ხელმძღვანელობასთან და ამის შემდეგ გადაწყდება კიდეც საკითხი. მაგრამ სიმართლე გითხრათ, ახლა მხოლოდ ხელზე ვფიქრობ. იდაყვის ტრავმა მაქვს, რომელიც უკვე დიდი ხანია მაწუხებს და უკვე აღარ აქვს აზრი მკურნალობის გაჭიანურებას. ეს წმინდა "მეკარული" ტრავმაა და დიდი ალბათობით, მცირე ქირურგიული ჩარევაც დამჭირდება", - აცხადებს ლორია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მალე გამოჯანმრთელდი გიო,შემდეგ კი მშრალ კარს გისურვებ.
სოსო
18:34 10-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული