თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელი გრაცის "შტურმში" გადადის

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელმა ნოდარ ქავთარაძემ შესაძლოა კარიერა გრაცის "შტურმში" გააგრძელოს. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიული მედია ავრცელებს.

ფეხბურთელის აგენტის, ანტონ ასტაფიევის პარტნიორი თემურ დაგუევი "ტვიტერში" წერს, რომ ნოდარ ქავთარაძე შემდეგი სეზონიდან გრაცის "შტურმში" ითამაშებს.
აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა ავსტრიული მედია ირწმუნება, რომ რუსეთის მოქალაქეობის მქონე ქართველი ფეხბურთელი "შტურმის" ნახევარდაცვას გააძლიერებს.

ნოდარ ქავთარაძე სოხუმში დაბადებული და 16 წელიწადი მოსკოვში
ნაცხოვრებია, ასევე, ის რუსეთის მოქალაქეა. ქავთარაძე მოსკოვის "ლოკომოტივის" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და რუსეთის მეორე და მესამე დივიზიონებში ("ტიუმენი", ტვერის "ვოლგა", მაიკოპის "დრუჟბა") თამაშობდა.

24 წლის ნახევარმცველი თბილისური კლუბის წევრი იანვარში, თავისუფალი აგენტის სტატუსით გახდა.

ნოდარ ქავთარაძის ტრანსფერს Transfermkarkt.de 300 000 ევროდ აფასებს. რაც შეეხება "შტურმს", გუნდმა ავსტრიის ბუნდესლიგა 60 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

- ნოდარ ქავთარაძე: რუსეთში გიორგი ჯიქიას სისწრაფეში ყოველთვის ვჩაგრავდი
მკითხველის კომენტარები / 3 /
თბილისის ლოკომოტივშია ახლა? თუ გვატყუებთ რომ სტატია წავიკითხოთ?
odala
17:52 16-06-2017
0
წარმატებები ნოდარს.

gizog
14:36 16-06-2017
0

სიახლეები პოპულარული