მჭედლიძემ 15 თამაშში 6 გოლი გაიტანა გასულ სეზონში, თუმცა საქმე ისაა, რომ მას ამ 6 გოლის გასატანად 8 ზუსტი დარტყმა ეყო სეზონში. 8-დან 6 დარტყმა შედეგიანი აღმოჩნდა, ეს 0,75 მაჩვენებელია.
მეორე ადგილზე, ეფექტურობის მხრივ, მატია კალდარაა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა 11 დარტყმიდან 7 დააგვირგვინა გოლით - 0,63.
შედარებისთვის, ჩემპიონატის ბომბარდირმა ედინ ჯეკომ მხოლოდ 0,30 მაჩვენებლით დაასრულა ტურნირი.
რაც შეეხება სატრანსფერო სიახლეებს, "პიანეტა ემპოლის" მტკიცებით, "ბოლონია"