ტრანსფერი ჩაშლის პირას - "მორეირენშე" და "ბენფიკა" მაკარიძის ფასზე ვერ შეთანხმდნენ

AutoSharing Option
პორტუგალიური zerozero.pt ჟურნალ Record-ზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომლის ცნობით საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "მორეირენშეს" მეკარის, გიორგი მაკარიძის წარმომადგენელი ლისაბონის "ბენფიკას" წარმომადგენლებს შეხვდა.

- [ექსკლუზივი] გიორგი მაკარიძე: "ბენფიკაში" დაუფიქრებლად გადავალ!

შეხვედრაზე ტრანსფერის დეტალები იყო განხილული. წყაროს ცნობით, თანხა, რომელსაც "ბენფიკა" გიორგიში იხდის, "მორეირენშეს" არ აკმაყოფილებს.

ამავე წყაროს ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მაკარიძე "ბენფიკას" მთავარი სამიზნე არ არის და ისინი შემოთავაზების გადახედვასა და გაუმჯობესებას არ აპირებენ. ამიტომ თუ "მორეირენშე" ლისაბონელთა წინადადებას არ დათანხმდება, მაკარიძის ტრანსფერი "ბენფიკაში" ჩაიშლება.

კონტრაქტის თანახმად, მაკარიძეს "მორეირენშესთან"
კიდევ ერთი წელი აკავშირებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
riza igbliania, mainz gadava mak.
zura
00:23 18-06-2017
0
ბენფიკამ 10 მილიონად შეფასებული მეკარე სიტის მიყიდა 40 მილიაონად და თავად ალბათ 2 მილიონის გადახდა არ უნდა მაკარიძეში.
kika
08:55 18-06-2017
0

სიახლეები პოპულარული