ჯაბა ლიპარტია ლუგანსკის "ზორიას" დაემშვიდობა

AutoSharing Option
ჯაბა ლიპარტიამ ლუგანსკის "ზორია" დატოვა. ამის შესახებ უკრაინული კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.

29 წლის ქართველ ფეხბურთელს "ზორიასთან" კონტრაქტი ამ ზაფხულს ამოეწურა და ის აღარ გახანგრძლივდა. სად გააგრძელებს ლიპარტია კარიერას, რომელსაც თავისუფალი აგენტის სტატუსი აქვს, ჯერჯერობით უცნობია.

ჯაბა ლიპარტია "ზორიაში" 2011 წლის ზაფხულში, "ვიტ ჯორჯიიდან" გადავიდა. გასულ სეზონში მან ამ გუნდის მაისურით ყველა ტურნირში 31 მატჩი ჩაატარა და 3 საგოლე პასი მიითვალა.

ლუგანსკის გუნდმა უკრაინის ჩემპიონატი პირველად ისტორიაში მესამე ადგილზე დაასრულა და წელს ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გუნდი ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა და ახლა დატოვა გუნდი, სად მიდის ნეტავ უკეთეს ადგილზე? მორიგი ქართული უაზრობა.
kika
10:27 20-06-2017
0
იმედია ქუთაისის ტორპედო დაიმატებს, აბა რისი სპონსორია ჩაჩავა ესეთი დონის ფეხბურთელი თუ არ მოიყვანე.
giga
10:58 20-06-2017
0

სიახლეები პოპულარული