"რუბინი" ავსტრიული შეკრების ბოლო დღეს სლოვენიურ "ცელეს" შეხვდა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
კვირკველია მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა და 45 წუთი ბოლომდე ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ კვირკველიას სატრანსფერო უფლებები "რუბინს" ეკუთვნის, თუმცა გასული სეზონის ნახევარი მან მოსკოვის "ლოკომოტივში" გაატარა, სადაც მოსკოვურ გუნდთან ერთად ქვეყნის თასი მოიგო.
იჯარის დასრულების შემდეგ კვირკველია "რუბინში" დაბრუნდა, თუმცა სად გააგრძელებს კარიერას ქართველი ფეხბურთელი, ჯერ დაზუსტებული არაა.