რამდენი გადაიხადა "სარაგოსამ" გიორგი პაპუნაშვილში?

AutoSharing Option
5 ივლისს გიორგი პაპუნაშვილი სეგუნდა დივიზიონის ბინადარ "სარაგოსას" შეუერთდება. თბილისის "დინამოს" 21 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ესპანურ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც თავადვე დაგვიდასტურა.

ესპანური გამოცემა "ელ პერიოდიკო" ამტკიცებდა, რომ პაპუნაშვილის ტრანსფერში "სარაგოსას" თბილისის "დინამოსთვის" მცირე რაოდენობის ბონუსთანხის ან სხვა სახის კომპენსაციის გადახდა მოუწევდა.

ლა ლიგა 2-ის გუნდში საქართველოს ნაკრების კანდიდატის გადასვლასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა "ტრანსფერმარკტმა". გერმანული სამენეჯერო ინტერნეტსააგენტოს ცნობით, "სარაგოსამ" თბილისურ კლუბს პაპუნაშვილის კონტრაქტის გამოსყიდვაში 300 ათასი ევრო გადაუხადა.

ზოგადად, "ტრანსფერმარკტი" ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას 350 ათას ევროდ აფასებდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს არ იყო ბრემენის ვერდერიდან რომ გამოაპანღურეს? უზრდელი და უდისციპლინო ნომერია. ამ ჭე-კლასის გუნდიდანაც გამოაგდებენ თუ არ მოეგო გონს. არ მიყვარს ქედმაღალი, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ხალხი. თავი დახარე და იმუშავე!
ლუკა
22 ივნისი 2017 11:14
0
ადრე დაიწერა რომ სარაგოსა დინამოს გადაუხდიდა 30%-ს როდესაც გაყიდდა პაპუნაშვილს სხვა გუნდზე, 30 000-ს ნამდვილად ჯობია, ვინ იცის რა ფეხბურთელი დააყენონ და რამდენად გაყიდონ, დინამო კი იხეირებს ამით.
fsiuuu
22 ივნისი 2017 10:09
0
ალიკ,მართალი ხარ,ჩემი რეაქციაც მასეთი იყო მაშინ,მაგრამ პატარა ბიჭია,თანაც თითქოს მიხვდა თავის უსაქციელობას,ფულზეც არ გაიყიდა,აეს იგი მთლად გადასაგდები არ არის.ვაპატიოთ,შანსი მივცეთ,თუ კიდევ მსგავსის ახლომახლო რამე გაიმეორა,სამუდამოდ წავშალოთ კაცების სიიდან,ახლა კი წარნატებები ვუსურვოთ
კარიერაში,მაგრამ სამუდამოდ გვახსოვდეს ჩვენც და მასაც რა შეიძლება და რა არა.
სოსო
21 ივნისი 2017 21:54
0
როგორ არ აინტერესებთ,კითხე ერთი ძველი დინამოს ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს რას გეტყვიან არ გაინტერესებს?
kkkk-ს
21 ივნისი 2017 20:15
0
მართალია ალიკა ძმაო, პირველ რიგში ფეხბურთელმა უნდა იცოდეს ფეხბურთში რომ არის დისციპლინა და მერე არის დანარჩენი, რაც ყველა ქართველ ფეხბურთელს აკლია, იმიტომაც მივექანებით უფსკრულში და ხვალ და ზეგ დაინახავ ვერცერთი ქართული კლუბი რომ ვერ გადალახავს პირველ ეტაპს ევროპაში. ეგ არის რეოლობა,
kkkk-ს
21 ივნისი 2017 18:24
0
ვეტანხმები ალიკას
vefxvia_78@mail.ru
21 ივნისი 2017 18:14
0
კაი სათამადო კაცივით ცაპუტკუნებული კია, პაპუნაშვილო ცოტა წონა რომ დაგეგდო ვფიქრობ უფრო მსუბუქად და კარგად ირბენდი. რა ჯანდაბაა ამ ქართულ კლუბებში ფეხბურთელებს არ წონიან. ვარჯიში და ვარჯიში მხოლოდ. წაიკითხე პირლოს მოგონებები ეს ლეგენდა კაცი როგორ ვარჯიშობდა ჯარიმების დარტყმაზე. ყველაფერს ნიჭით ვერ მიღწევ. ისე საქმისადმი მიდგომა მომეწონა ესპანეთი რომ არჩია ფულს ყოჩაღ გიო
mamuka
21 ივნისი 2017 17:34
0
შენი აზრი ალიკ არავის აინტერესებს და დაიოკე ნერვები
kkkk
21 ივნისი 2017 16:49
0
ნებისმიერი ქართველის წარმატება გამეხარდება მაგრამ რაც ამ ე.წ. ფეხბურთელმა იკისრა (ვგულისხმობ დინამოს კაპიტნის სამკლაურის გადაგდდებას მოედანზე)იმის მერე აგარ მაინტერესებს რასიზავს და რას გააკეტებსდა სად გადავა,მან არამარტო დინამო და მისი ისტორია შეურაცხყო,არამედ ყველა ნამდვილ გულშემატკივარს მიაყენა ტკივილი,ჩვენი ფეხბურთის ფლაგმანი,რომლის ღირსებას უდიდესი ფეხბურთელები იცავდნენ ამის ღირსი არ იყო,რა გააკეთა იმისთანა რო თავს ამის უფლება მისცა ნეტა ხოვერავინ მეტყვის?მესის,ინიესტას და სხვა უდიდეს ფეხბურთელებს ცვლიან და ხანდახან თადარიგშიც ტოვებენ და თურმე ამას არეკადრება იმ თამაშის მიწურულს გამოცვლა რომლის შედეგიც უკვე განსაზღვრულია,არვიცი ბოდიში მოიხადა თუარა მაგრამ ამას უკვე ბოდიშიც აღარ შველის,ამ პატარა ბიჭს ადამიანობის არაფერი არ ცხია
ალიკა
21 ივნისი 2017 16:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული