ესპანური გამოცემა "ელ პერიოდიკო" ამტკიცებდა, რომ პაპუნაშვილის ტრანსფერში "სარაგოსას" თბილისის "დინამოსთვის" მცირე რაოდენობის ბონუსთანხის ან სხვა სახის კომპენსაციის გადახდა მოუწევდა.
ლა ლიგა 2-ის გუნდში საქართველოს ნაკრების კანდიდატის გადასვლასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა "ტრანსფერმარკტმა". გერმანული სამენეჯერო ინტერნეტსააგენტოს ცნობით, "სარაგოსამ" თბილისურ კლუბს პაპუნაშვილის კონტრაქტის გამოსყიდვაში 300 ათასი ევრო გადაუხადა.
ზოგადად, "ტრანსფერმარკტი" ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას 350 ათას ევროდ აფასებდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"