[ლეგიონი] ლადოს გოლი და "ქართული" ფინალი ყაზახეთის თასზე [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ, 21 ივნისს, ყაზახეთის თასზე ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრები გაიმართა, რომლებშიც ქართველი ლეგიონერების გუნდებმაც ითამაშეს.

ლადო დვალიშვილისა და უჩა ლობჟანიძის "ატირაუმ" პირველ შეხვედრაში განცდილი მინიმალური მარცხის (0:1) შემდეგ საშინაო მატჩში 3:0 მოუგო ყარაგანდის "შახტიორს". დვალიშვილმა სრულად ითამაშა, 68-ე წუთზე გოლი გაიტანა და ყვითელი ბარათიც მიიღო. მოლდოვასთან სანაკრებო მატჩში მიღებული ტრავმის გამო არ გამოჩენილა უჩა ლობჟანიძე.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კახა ცხადაძის გაწვრთნილმა "ქაირათმა" პირველ მატჩში საგარეო ფრის (0:0) შემდეგ, შინ 3:1 მოუგო "ორდაბასის", ფინალში გავიდა და საპატიო ჯილდოსთვის გადამწყვეტ მატჩში თანამემამულეებს დაუპირისპირდება.

ყაზახეთის თასის ფინალური მატჩი 14 ოქტომბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 9 /
უჩაც და ლადოც დაუზარებლად ჩამოდიან და თამაშობენ ნაკრებში,ძალით არ გამოდიან მოედანზე,ესე იგი სჭირდება მწვრთნელს,თანაც უკვე მერამდენე მწვრთნელს.ამ ბიჭებს მადლობა უნდა გადავუხადოთ,თუნდაც ამდენი ავსიტყვაობის მოთმენისათვის და ლადომ თუ ასეთი ფორმა შეინარჩუნა შემოდგომამდე,ძალიან გამოგვადგება,უჩას რა თქმა უნდა სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
სოსო
22 ივნისი 2017 18:34
0
უჩას ჯამრთელობას ვუსურვებ.დავანებოთ მართლა თავი მის ცუდად მოხსენებას რაც შეუძლია გულიანად თამაშობს.
kika
22 ივნისი 2017 18:02
0
მოეშვით დვალიშვილის და უჩა ლობჟანიძის ლანძღვას, საქართველოში დღესდღეობით ორი ფეხბურთელი ვერ მოიძებნება ვინც კონკურენციას გაუწევს გინდ დვალიშვილს გინდ ლობჟანიძეს და ეს ბევრჯერ გამოჩნდა ნაკრების თამაშზე!
zaza
22 ივნისი 2017 17:08
0
luka-ს. შენი ლოგიკით გადაშენების გზაზე კი არა და უკვე გადაშენებულა ქართული ფეხბურთი, უიმედოდ, გაცოცხლების გარეშე, ლადო თუ საუკეთესოა))) ან ყაზახეთის ჩემპიონატს რატომ უნდა მიადევნო თვალი თუ მაზოხისტი არ ხარ, არ მესმის))) ნაკრებიშ კიდევ 12 წელი გოლი არ გაუტანია(რაღაც გაურკვეველ ნაკრებს რომ გაუტანა, ის მგონი არც უნდა ჩათვალო) და პასი არ მიუცია ზუსტი
llcl
22 ივნისი 2017 16:29
0
33-ს ვერ დაველოდებოდი და მე გიპასუხებდი. მაგრამ შეკითხვა, სადაც ორი სიტყვა "ლადო" და "კლასი" ერთადაა, უკვე ძალიან სასაცილოა.
ამიტომ გაჩუმებას ვამჯობინებ.
luka-s
22 ივნისი 2017 16:16
0
33-ს. "ნომრიანო", გერტყობა არ ადევნებ თვალს ყაზახთა ჩემპიონატს და არ იცი, რომ ლადო ბოლო პერიოდში გოლის გარეშე არ ტოვებს მინდორს. დაიწყო დუბლით და აგრრძელებს თითო გოლოთ მაინც, მათ შორის ნაკრების შემადგენლობაში. ეს ერთი. მეორე. მე თავს არ ვდებ და არ ვამბობ, რომ ლადო ვარსკვლავია, მაგრამ იქნებ დაასახელო რამოდენიმე ქართველი თავდამსხმელი (ამ ეტაპზე თუნდაც ერთი), რომელსაც ლადოზე მეტი კლასი აქვს და მას ჯობია (აქ მარტო გოლის გატანა არ მაქვს მხედველობაში). მიდი აბა!! გელოდები.
luka
22 ივნისი 2017 15:42
0
როგორ მოხდა გოლი რომ გაიტანა? რა არ ხდება, რას არ გაიგებ...
33
22 ივნისი 2017 15:00
0
პლიუს ნაკრებშიც გაიტანა))) არა და არც მთლად ისეთი ცუდი დავდამსხმელია, როგორც ბევრს ჰგონია საქართველოში.
შოთა
22 ივნისი 2017 12:46
0
დვალიშვილმა აიწყვიტა; წელს უკვე მეორე გოლი გაიტანაა :DD
Z.LO
22 ივნისი 2017 11:27
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული