[ლეგიონი] ლადოს გოლი და "ქართული" ფინალი ყაზახეთის თასზე [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ, 21 ივნისს, ყაზახეთის თასზე ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრები გაიმართა, რომლებშიც ქართველი ლეგიონერების გუნდებმაც ითამაშეს.

ლადო დვალიშვილისა და უჩა ლობჟანიძის "ატირაუმ" პირველ შეხვედრაში განცდილი მინიმალური მარცხის (0:1) შემდეგ საშინაო მატჩში 3:0 მოუგო ყარაგანდის "შახტიორს". დვალიშვილმა სრულად ითამაშა, 68-ე წუთზე გოლი გაიტანა და ყვითელი ბარათიც მიიღო. მოლდოვასთან სანაკრებო მატჩში მიღებული ტრავმის გამო არ გამოჩენილა უჩა ლობჟანიძე.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კახა ცხადაძის გაწვრთნილმა "ქაირათმა" პირველ მატჩში საგარეო ფრის (0:0) შემდეგ, შინ 3:1 მოუგო "ორდაბასის", ფინალში გავიდა და საპატიო ჯილდოსთვის გადამწყვეტ მატჩში თანამემამულეებს დაუპირისპირდება.

ყაზახეთის თასის ფინალური მატჩი 14 ოქტომბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 9 /
უჩაც და ლადოც დაუზარებლად ჩამოდიან და თამაშობენ ნაკრებში,ძალით არ გამოდიან მოედანზე,ესე იგი სჭირდება მწვრთნელს,თანაც უკვე მერამდენე მწვრთნელს.ამ ბიჭებს მადლობა უნდა გადავუხადოთ,თუნდაც ამდენი ავსიტყვაობის მოთმენისათვის და ლადომ თუ ასეთი ფორმა შეინარჩუნა შემოდგომამდე,ძალიან გამოგვადგება,უჩას რა თქმა უნდა სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
სოსო
18:34 22-06-2017
0
უჩას ჯამრთელობას ვუსურვებ.დავანებოთ მართლა თავი მის ცუდად მოხსენებას რაც შეუძლია გულიანად თამაშობს.
kika
18:02 22-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული