გიორგი ქვილითაია: ახალ სეზონსაც "რაპიდში" დავიწყებ

AutoSharing Option
ვენის "რაპიდის" ქართველმა ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ Sportall.ge-სთან საუბარში საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ქვილითაია დაახლოებით ერთი თვის წინ "შტურმთან" მატჩის (1:0) 24-ე წუთზე დაშავდა და ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

"სარეაბილიტაციო კურსი კარგად მიდის. წესით, ორ კვირაში ვარჯიში უნდა დავიწყო. ჯერ ინდივიდუალურად დავიწყებ, შემდეგ გუნდსაც შევუერთდები. გადაწყვეტილი ამბავია, რომ ახალ სეზონსაც "რაპიდში" დავიწყებ", - თქვა ქვილითაიამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული