შეგახსენებთ, რომ ქვილითაია დაახლოებით ერთი თვის წინ "შტურმთან" მატჩის (1:0) 24-ე წუთზე დაშავდა და ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.
"სარეაბილიტაციო კურსი კარგად მიდის. წესით, ორ კვირაში ვარჯიში უნდა დავიწყო. ჯერ ინდივიდუალურად დავიწყებ, შემდეგ გუნდსაც შევუერთდები. გადაწყვეტილი ამბავია, რომ ახალ სეზონსაც "რაპიდში" დავიწყებ", - თქვა ქვილითაიამ.