- ცეცხლოვანი ქართველი - "რანდერსმა" საბა ლობჟანიძე ოფიციალურად წარადგინა
Sportall.ge-მ ლობჟანიძესთან ინტერვიუ დანიაში მის გამგზავრებამდე ჩაწერა.
- იანვარში "დინამოსთან" უთანხმოება გქონდა. შენი წასვლით, თბილისური კლუბის ხელმძღვანელობა განაწყენებული ხომ არ რჩება?
- არა. მართალია, თავიდან იყო კონფლიქტები, მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერი დალაგდა. ხელმძღვანელობა ძალიან კმაყოფილია ჩემი გამოსვლით ამ სეზონში და საერთოდ არ მინაწყენდება, რისთვისაც მათი
- ისე ხდება, რომ სეზონის შუაში "დინამოს" წამყვანი ფეხბურთელები ტოვებთ...
- "დინამოს" ძალიან კარგი მომავალი აქვს. მაგარი ფეხბურთელები თამაშობენ და დარწმუნებული ვარ, ჩემპიონებიც გახდებიან.
- გულშემატკივარმა მთლად დადებითად ვერ შეაფასა შენი ტრანსფერი დანიის ჩემპიონატის მე-7-ადგილოსან "რანდერსში"...
- კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. იყო სხვა წინადადებებიც, იგივე ესპანური "კორდობადან", მაგრამ სტაბილური წინადადება ვარჩიე. დანიური კლუბის ხელმძღვანელობას ვესაუბრე და მათთან საუბრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე ჩემთვის ასე სჯობს.
საერთოდ არ ვფიქრობ, რომ დანიის ჩემპიონატში თამაში ჩემთვის ცუდი იქნება. პირიქით, უფრო გამზრდის, უკეთესს გამხდის.
- კლუბის ხელმძღვანელობა ძირითად შემადგენლობაში ადგილს შეგპირდა?
- კი, თუმცა, თუ კარგად არ ვითამაშე, ადგილს ვერ შევინარჩუნებ. ასე კონკრეტულად რაიმეს თქმა რთულია, ყველაფერი ჩემზე იქნება დამოკიდებული.
- როგორ გგონია, დანიიდან ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის შანსი გექნება?
- თუ ვითამაშე და მწვრთნელებმა ჩემი გარჯა დადებითად შეაფასეს, რატომაც არა?! ნაკრებს თუ გამოვადგები, მხოლოდ გამიხარდება.
როგორც ჭოპორტის პომიდორი ვერ იხარებს დანიაში,ისე ვერ გაიზრდებით თქვენ მანდ ხარისხიანი ფეხბურთელები. ხელფასები რომ მრავალჯერ მეტი გექნებათ ეს ცხადია.