რუსეთის პრემიერლიგის გუნდთან ერთად სლოვენიურ შეკრებაზე სინჯებზე მყოფმა 29 წლის ქართველმა ფეხბურთელმა პირველ საკონტროლო მატჩში ითამაშა. 25 ივნისს "ანჟი" რუმინულ "ასტრას" დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა, ლიპარტია კი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა.
როგორც "ანჟის" ოფიციალური საიტი იუწყება, ქართველი ფორვარდი თამაშში ჩართვიდან რამდენიმე წუთში ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა - ის მეტოქის საჯარიმოში სხვის დაუხმარებლად წაიქცა, მსაჯმა კი შეცდომით პენალტი დანიშნა, რასაც რუმინელი ფეხბურთელების უკმაყოფილება მოჰყვა.
მომდევნო საკონტროლო შეხვედრას "ანჟი" 27 ივნისს, კიდევ ერთ რუმინულ გუნდთან - "კლუჟთან" ჩაატარებს.