"ანჟიში" სინჯებზე მყოფმა ჯაბა ლიპარტიამ 11-მეტრიანი განგებ ააცილა

AutoSharing Option
ჯაბა ლიპარტია, რომელმაც ცოტა ხნის წინ უკრაინული "ზორია" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, დამკვიდრებას მახაჭყალის "ანჟიში" ცდილობს.

რუსეთის პრემიერლიგის გუნდთან ერთად სლოვენიურ შეკრებაზე სინჯებზე მყოფმა 29 წლის ქართველმა ფეხბურთელმა პირველ საკონტროლო მატჩში ითამაშა. 25 ივნისს "ანჟი" რუმინულ "ასტრას" დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა, ლიპარტია კი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა.

როგორც "ანჟის" ოფიციალური საიტი იუწყება, ქართველი ფორვარდი თამაშში ჩართვიდან რამდენიმე წუთში ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა - ის მეტოქის საჯარიმოში სხვის დაუხმარებლად წაიქცა, მსაჯმა კი შეცდომით პენალტი დანიშნა, რასაც რუმინელი ფეხბურთელების უკმაყოფილება მოჰყვა.
საბოლოოდ ჯაბა ჯენტლმენურად მოიქცა და 11-მეტრიანი განგებ არაზუსტად დაარტყა.

მომდევნო საკონტროლო შეხვედრას "ანჟი" 27 ივნისს, კიდევ ერთ რუმინულ გუნდთან - "კლუჟთან" ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული