- სიმართლე გითხრათ, არ მინდა, მოლაპარაკებების პროცესში ჩავერიო. "ლოკომოტივშიც" და "რუბინშიც" ბევრი კარგი მეგობარი მყავს და ჯობს, მათ გადაწყვიტონ, არავისზე ზეწოლა არ მინდა.
- თავად საბას რა სურს ყველაზე მეტად, "ლოკომოტივში" დარჩენა თუ ბერდიევთან მუშაობა?
- საბა ერთ კლუბშიც კარგადაა და მეორეშიც. ბერდიევთან ერთად "რუბინი" კვლავ გახდება ტოპ-კლუბი. კურბან ბერდიევი დიადი მწვრთნელია და ის მიიღებს გადაწყვეტილებას, დარჩება კვირკველია ყაზანში თუ "ლოკომოტივში" დაბრუნდება.
კვირკველიას ნიჭი ბერდიევმა გახსნა და შექმნა, როგორც ფეხბურთელი,
შეგახსენებთ, რომ საბა კვირველიას სატრანსფერო უფლებები ყაზანის "რუბინს" ეკუთვნის, ხოლო გასული სეზონის ნახევარი მან მოსკოვის "ლოკომოტივში" იჯარის წესით გაატარა და კლუბთან ერთად ქვეყნის თასი მოიგო.
ამ დროისთვის კვირკველია ყაზანურ გუნდთან ერთად იმყოფება.
მომზადებულია sport-express.ru-ს მიხედვით