მოსკოვის "ლოკომოტივმა" "შახტარს" გიორგი არაბიძის ტრანსფერზე მიმართა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელის გიორგი არაბიძის აგენტის მიხაილ მეტრეველის ცნობით, 19 წლის ქართველის ტრანსფერით მოსკოვის "ლოკომოტივია" დაინტერესებული.

"მოსკოვის "ლოკომოტივმა" ოფიციალურად მიმართა "შახტარს" გიორგი არაბიძის ტრანსფერის თაობაზე", - დაწერა აგენტმა სოციალურ ქსელში.

ამ დროისთვის მოლაპარაკებების დეტალებზე სხვა არაფერია ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ფორვარდი "შახტარში" 2015 წელს გადავიდა, თუმცა ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა მთავარ გუნდში დამკვიდრება ჯერჯერობით ვერ შეძლო. ამჟამად გიორგი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.
მკითხველის კომენტარები / 12 /
კაით რა, თქვენ არ დათანხმდებოდით დიდ ფულს და რუს ნაშებს ? D მიდი გიორგი, გადადი ლოკომოტივში. ჯანოს მსგავსად რუსი ცოლიც შეირთე.
sandro
12:02 30-06-2017
0
გიორგი ტექნიკური მოთამეშეა, საფრანგეთი,იტალია ან ესპანეთი საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა. რუსეთში ნაკლები პერსპექტივა ექნება.
მერაბი
12:20 30-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული