29 ივნისს, "რედინგჰაუზენთან" გამართულ სპარინგში, ხოჭოლავა უკრაინული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე ერთი ტაიმი გაატარა. როგორც "შახტარის" ოფიციალური საიტი იწყება, ქართველ მცველს გოლის გატანის შანსი მე-4 წუთზე, კუთხურის დროს ჰქონდა, თუმცა მისი თავურის შემდეგ ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს. თამაში დონეცკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4:3 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის ქართველი მცველი "შახტარში" სეზონის დასრულების შემდეგ, ოდესის "ჩერნომორეციდან" გადავიდა და კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.