ლეგიონის უქმეები: ჯანოს გოლი, ბუდუს დუბლი და ხოჭოლავა კინაღამ... [VIDEO]

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ქართველმა ლეგიონერებმა ამხანაგურ შეხვედრებში ითამაშეს.

მოსკოვის "სპარტაკმა" ამხანაგურ შეხვედრაში 3:2 მოუგო სერბულ "ვოჟდოვაცს". 85-ე წუთზე გამარჯვების გოლი ჯანო ანანიძემ შეაგდო. მან მინდორზე მთელი მეორე ტაიმი დაჰყო და ერთობ აქტიურიც იყო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბუდუ ზივზივაძისა
და ლაშა პარუნაშვილის "ესბიერგი" ამხანაგურ შეხვედრაში "ვეილეს" დაუპირისპირდა და 4:1 გაიმარჯვა. მატჩი ზივზივაძის ბენეფისად იქცა. მან 65-ე და 85-ე წუთებზე გაიტანა, თამაშში კი 57-ე წუთიდან ჩაერთო. რაც შეეხება პარუნაშვილის მონაგარს, მან საგოლე გადაცემა მიითვალა.

მიუხედავად იმისა, რომ გასული სეზონის შედეგების მიხედვით "ესბიერგმა" დანიის ელიტური
ლიგა დატოვა, ორივე ჩვენებურმა გუნდში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დონეცკის "შახტარში" საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, დავით ხოჭოლავას დებიუტი შედგა და... კინაღამ გოლითაც აღინიშნა. გერმანულ შეკრებაზე, ადგილობრივ "რიოდინგჰაუზენთან" (დასავლეთ რეგიონალლიგა) ამხანაგურ შეხვედრაში ხოჭოლავა უკრაინული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო.

23 წლის მცველმა პირველი ტაიმი სრულად ითამაშა, მატჩის დასაწყისში კი გოლის გატანის შანსი ჰქონდა, როცა კუთხურის შემდეგ თავური დაარტყა და ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს. "შახტარმა" სპარინგი 4:3 მოიგო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯანომ კაი გოლი გაიტანა . თან გამარჯვების
sandro
14:41 03-07-2017
0
დავით, ლაშა, ბუდუ, ჯანო წარმატებულ სეზონს გისურვებთ.
gizog
15:24 03-07-2017
0

სიახლეები პოპულარული