ბაჩანა არაბული: საქართველოდან ჩემი წასვლის ერთ-ერთ მიზეზი ეროვნული ნაკრებია

AutoSharing Option
ცნობილია, რომ ბაჩანა არაბული კარიერას უნგრეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის "ბალმაზუივაროშში" გააგრძელებს. საქართველოს ნაკრების 23 წლის ფორვარდს თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურა და ხსენებულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

- ბაჩანა არაბული თბილისის "დინამოდან" უნგრულ "ბალმაზუივაროშში" გადავიდა

არაბულმა პირველი ინტერვიუ Sportall.ge-ს მისცა.

- "დინამომ" სეზონი მთლად კარგად ვერ დაიწყო, თუმცა ორი წრის შემდეგ მეორეადგილოსან "ტორპედოს" 6 ქულით უსწრებს. რამ განაპირობა ეს ყველაფერი?
- პირველ რიგში, მინდა მთლიანად "დინამოს" ხელმძღვანელობას, მწვრთნელებს დიდი მადლობა გადავუხადო იმ ნდობისთვის, რომელსაც "სამტრედიიდან" დაბრუნების შემდეგ ვგრძნობდი. ეს
ყოველივე ჩემს თამაშზე დადებითად აისახა.

რაც შეეხება შედეგს, ვფიქრობ, ის მწვრთნელებისა და ფეხბურთელების ძალიან დიდი შრომის ხარჯზე მოვიდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთი ოჯახივით ვიყავით, რაც კახა კაჭარავას დამსახურებაა. მთელი საქართველო აღნიშნავდა, რომ ძალიან სანახაობრივ ფეხბურთს ვთამაშობთ.

- ეროვნული ლიგის პროგრესზე ბევრი ალაპარაკდა, თუმცა "დინამოს" მაგალითმა სხვა რამ გვიჩვენა - ფეხბურთელები კვლავ მიდიან აქედან... ეს ყველაფერი ეროვნული ჩემპიონატის დონიდან გამომდინარეობს?
- ფაქტია, რომ ჩემპიონატის დონემ იმატა. დარწმუნებული ვარ, ეტაპობრივად დონე უფრო გაიზრდება და გულშემატკივარიც დაბრუნდება სტადიონზე.

სხვა ფეხბურთელების რა გითხრათ, აი, მე კი 23 წლის ვარ და საქართველოში რისი მოგებაც კი შემეძლო, ყველაფერი მოვიგე. ახლაც, წამოსვლისას, გუნდი პირველ ადგილზე იყო. ვფიქრობ, დრო იყო, ძალები სხვაგან მეცადა. ახალი ასპარეზი მჭირდება, სადაც ჩემს შესაძლებლობებს დავამტკიცებ.

- სხვა რა ვარიანტები გქონდა და რატომ აირჩიე უნგრეთი?
- რამდენიმე ვარიანტი კი მქონდა, მაგრამ ჩემთვის უმთავრესი სათამაშო პრაქტიკა იყო. უნგრეთის ჩემპიონატზე ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ მსმენია, რომ მაღალი დონისაა, რამდენიმე ძლიერი კლუბი თამაშობს და ინფრასტრუქტურის მხრივ ყველაფერი რიგზეა.

- "ბალმაზუივაროშში" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იქნები თავიდანვე?
- კი. კლუბის ხელმძღვანელობას უკვე ვესაუბრე ამ საკითხზე და მხოლოდ შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, კონტრაქტი გამეფორმებინა. შეიძლება გუნდმა ჩემპიონობისთვის ვერ იბრძოლოს, მაგრამ ვიმეორებ, რომ ჩემთვის ყველაზე მთავარი ახლა სათამაშო პრაქტიკაა და უპირატესობა იმ კლუბს მივანიჭე, სადაც ეს მექნება.

- კონტრაქტი რამდენწლიანია?
- ახალ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე და უკვე გუნდთან ერთადაც ვივარჯიშე.

- ეროვნულ ნაკრებში "დინამოდან" გამოგიძახეს. შენი აზრით, უნგრეთიდან ნაკრებში მოხვედრა ბევრად გაგიმარტივდება, ვიდრე ეს "დინამოდან" იყო?
- ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოდან წავედი, სწორედ ნაკრებია. მწვრთნელისთვის რთულია ფეხბურთელთა გამოძახება ეროვნული ლიგიდან და ნდობა, რაც გასაგებიცაა, რადგან ჩვენი ჩემპიონატი არ არის ჯერ იმ დონეზე, რომ ნაკრები მის ფეხბურთელებს დაეყრდნოს. ამიტომ, ნაკრებში ადგილის დამკვიდრებისთვის წასვლა და უკეთეს ჩემპიონატში თამაში გადავწყვიტე.
მკითხველის კომენტარები / 16 /
რასაც ოცი წელი ანგრევდი ერთ წელიწადში ვერ გამოასწორებ თეძოზე როიყავი წამოწოლილი რო ინგრეოდა ეგ ფეხბურთი ნეტა მაშვინ სად იყავი ქომაგო.ასე რო სტადიონზე რო ხალხი დაბრუნდეს ამისთვის დიდი ფულია საჭირო რადგან შენი რესურსებით კარგ გუნდს სამწუხაროდ ვერ შექმნი.
quTaiseli
05 ივლისი 2017 09:38
4
ჩემმა ნაცნობმა 2000 ლარიანი სამსახური მიატოვა და პიცას ატარებს ამერიკაში, თან არალეგალია. ამიტომ ამ კაცის არჩევანი არ მიკვირს.
haha
05 ივლისი 2017 09:25
2
აი ცინსვლაც ამას გვია
amirani
05 ივლისი 2017 00:46
0
რას ეძახი წინ სვლას თბილისის დინამოს გარდა აკადემია როარც ერთ გუნდს არაყავს ეგაა წინ სვლაა? და ფეხბურთელები პანტა პუნტით რო გარბიან უცხოეთში ნებისმიერ ჩემპში ოღონდ აქედან წავიდენ , ან კიდევ ის 26 წლის შემდეგ ერ ჩემპის სტადიონები რო ცარიელია იქნებ ეგ არი წინსვა
gizog-ს
04 ივლისი 2017 21:31
0
ნუ გადავიფარებთ ლიბრს თვალებზე, ეროვნული ჩემპიონატის დონე ნელ-ნელა მაგრამ წინ მიიწევს, ის რაც 25 წელი ჩაძირული იყო უეცრად ზეცაში ვერ ავარდება. ყველაფერ მოცდა უნდა ხელისშეწყობასთან ერთად საერთო სახალხო თანადგომაც. ქართულ ფეხბურთში ახლაც გვყავს ერთი-ორი მაღალ დონეზე მოთამაშე ფეხბურთელი და უფრო ბევრი იმედის მომცემიც იზრდება. მთავარია მიეხედოს მწვრთნელთა კვალიფიკაციას, რომ აღზრდა სწორად წარმართოთ. ნამეტანი დავეჩვიეთ წუწუნსა და უიმედობას.
gizog
04 ივლისი 2017 20:48
0
მესმის წარუმატებელი პერიოდი, მაგრამ პროგრესი ქვეყანაში საერთოდ არაა. ფეხბურთის დონე ასე დაბალი არასოდეს ყოფილა.
adert
04 ივლისი 2017 20:18
0
კი მარა ეროვნული ლიგის დონემ მოიმატაო,მაინტერესებს რომელ ქვეყანაზე ამბობს?აქ ჩვენთან ფეხბურთს უკვე აღარ თამაშობენ და სხვაგან იგულისხმა ალბათ?
გოგა
04 ივლისი 2017 17:46
0
ფულის გამოო გადავიდაო რო წერთ ფეხბურთელის კარიერა მოკლეა და ცდილობენ კაი მონაგირი ქონდეთ აბა მაგის ოჯახს თქვენ არჩენთ მერე??
ული
04 ივლისი 2017 15:53
0
წარმატებები ბაჩანას! ვუსურვებ დონის ამაღლებას და უკეთეს გუნდშ მოხვედრას 2 წლის შემდეგ, მე მომწონდა მისი თამაში დინამოში. თუ მოუმატა ევროპის დიდი კლუბებიც დაინტერესდებიან.
ლუკა
04 ივლისი 2017 15:23
0
ვისი რა საქმეა სად გადავა და რა შეხედულებები აქვს ამა თუ იმ საკითხზე, ყველამ თავის მამიდას მოუაროს.
ირაკლი
04 ივლისი 2017 15:17
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული