საბა ლობჟანიძე "რანდერსის" შეკრებაზე დროულად ვერ გამოცხადდა, რადგან თვითმფრინავზე დააგვიანა

AutoSharing Option
5 ივლისს დანიური "რანდერსი", რომელშიც ახლახან "დინამოს" ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე ჩაირიცხა, ბოლოსწინა ამხანაგურ მატჩს ითამაშებს ჩემპიონატის დაწყებამდე. მეტოქე "ჰორსენსია".

გუნდის თავკაც ოლაფურ კრისტიანსონს ძალიან სურდა ამ თამაშში საბას გამოცდა, მაგრამ ეს შეიძლება ვერ მოხდეს, რადგან ქართველმა ფეხბურთელმა თვითმფრინავზე დააგვიანა.

ლობჟანიძე "რანდერსში" ორშაბათს უნდა გამოჩენილიყო და მატჩისთვის მომზადებულიყო, მაგრამ თვითმფრინავს ვერ მიუსწრო.

როგორც დანიური წყარო წერს, ქართველი დღეს კოპენჰაგენში სამუშაო ვიზასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად უნდა ჩაფრინდეს. ასე რომ, მწვრთნელი მას საქმეში ოთხშაბათამდე ვერ ნახავს.

"იმედი მქონდა, რომ ჩვენთან ერთად ვარჯიშს მოასწრებდა,
რადგან მის თამაშს ვაპირებდი. არ ვიცი, რა მოხდა, შეიძლება შვებულება გაუგრძელდა. კიდევ კარგი, ის მაინც კარგ ფორმაში უნდა იყოს, რადგან საქართველოში სეზონი მიმდინარეობს. "დინამოს" რიგებში მან გასულ ოთხშაბათს ითამაშა.

დიახ, ასე არ მსურდა, მაგრამ მის თამაშს მაინც არ გამოვრიცხავ, ვნახავ, როგორ ფორმაში იქნება, როცა დაბრუნდება გუნდში. შეიძლება ცოტა თამაში მაინც მოუწიოს", - განაცხადა "რანდერსის" მწვრთნელმა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
(euhhh) მაგრა ერკვევი ფეხბურთში:))))
ლაშა
06 ივლისი 2017 11:08
0
აი პროფესიონალი მალადეც//
rezo
05 ივლისი 2017 16:03
0
euhhhhhhh....ragunndshic midis etyoba da ramomavalicaaq etyoba.gmertmaqnas vcdebode
euhhh
05 ივლისი 2017 14:07
0
ადრე გაფრენილა და დააგვიანებდა აბა რას იზამდა.
kaxa
05 ივლისი 2017 10:11
0
ყოვლად წმინდას სადღეგრძელო ბოლომდე იყო დასალევი ...
daTo
05 ივლისი 2017 00:47
0
პილოტის ბრალია ეგ, არ გაითვალისწინა რომ აგვიანდებოდა, რაღაც მიზეზი ექნებოდა აბა ისე ხომ არ დააგვიანებდა ))
tura
04 ივლისი 2017 18:25
0
უპასუხისმგებლობის და არაპროფესიონალიზმის კიდევ ერთი გამოვლინება ,მარშუტკამ გაასწრო:-) . კლუბებშიც ხან ვარჯიშებზე აგვიანებენ ,ხან საერთოდ გააცდენენ ხოლმე და მაგიტომაც ხეხავენ სათადარიგოთა სკამებს. ჩვენი ქართველების სენია საქმისადმი არასერიოზული და ზერელე დამოკიდებულება ,იმიტომაც გვაქვს აწყობილი ქვეყანა ...
ქართველი.სიმართლე
04 ივლისი 2017 18:23
0
თვითმფრინავზე დაგვიანება სერიოზული მიზეზია :(
felisio
04 ივლისი 2017 18:17
0

სიახლეები პოპულარული