სად არის ბუბა დაუშვილი? "დიოშდიორი" მის გარეშე ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველმა ბუბა დაუშვილმა, შესაძლოა, უნგრული "დიოშდიორი" დატოვოს.

ამ დროისთვის უნგრულმა კლუბმა უკვე დაიწყო ახალი სეზონისთვის მზადება, თუმცა ქართველი ფეხბურთელი გუნდთან ერთად არ არის.

ჩანს, დაუშვილს უნგრული კლუბის დატოვება და კარიერის უკეთეს ლიგაში ან თუნდაც უკეთეს გუნდში გაგრძელება სურს. მოსალოდნელია თუ არა ამგვარი პერსპექტივა, ჯერჯერობით, უცნობია.

შეგახსენებთ, რომ მას სხვადასხვა დროს თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობაში, "ზესტაფონსა" და ლვოვის "კარპატიში" უთამაშია. "დიოშდიორში" ის 2016 წლიდანაა, საქართველოს ნაკრებში კი 2008 წლიდან იწვევენ და ამ დროის განმავლობაში 29-ჯერ დაიცვა ქვეყნის უპირველესი
გუნდის ღირსება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ღმერთმა ხელი მოუმართოს...ოქრიაშვილის მდგომარეობაზე რატომ არაფერს წერთ. რამოდენიმე თვეა არავითარი ინფორმაცია არა გვაქვს და ნუთუ არ გაინტერესებთ?
murtalo
14:57 07-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული