"შახტარი": დიახ, გიორგი არაბიძის ტრანსფერზე მოსკოვის "ლოკომოტივი" გველაპარაკება

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარმა" ნამდვილად მიიღო გიორგი არაბიძის ტრანსფერთან დაკავშირებით მოსკოვის "ლოკომოტივისგან" წინადადება.

ინფორმაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის აგენტმა მიხაილ მეტრეველმა სოციალური ქსელით გაავრცელა, უკრაინული კლუბის გენერალურმა დირექტორმა სერგეი პალკინმა ახლახან პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

- მოსკოვის "ლოკომოტივმა" "შახტარს" გიორგი არაბიძის ტრანსფერზე მიმართა

მეტრეველმა "ლოკომოტივისგან" არაბიძით დაინტერესების შესახებ 29 ივნისს დაწერა, მას შემდეგ კი მოლაპარაკებებზე აღარაფერი ისმოდა. და აი, როგორც ახლახან "შახტარის" გენდირექტორმა თქვა, მოსკოველებისგან წინადადება მართლაც მიიღეს, ოღონდ მოლაპარაკებათა პროცესი აუჩქარებლად მიმდინარეობს.

"დიახ, "ლოკომოტივმა" ნამდვილად მოგვმართა არაბიძის გადაბირებასთან დაკავშირებით, მაგრამ
ჯერ კონკრეტულს ვერაფერს მოგახსენებთ, მოლაპარაკებები როგორღაც დუნედ მიმდინარეობს", - თქვა პალკინმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი არაბიძე "შახტარში" 2015 წლის ოქტომბერში, თბილისის "ლოკომოტივიდან" გადავიდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ტრანსფერი უკრაინულ გრანდს 650 ათასი ევრო დაუჯდა. ქართველმა ტალანტმა დონეცკელთა მთავარ გუნდში თავი ჯერჯერობით ვერ დაიმკვიდრა და ძირითადად, ახალგაზრდულ გუნდში გამოდიოდა.

ამჟამად არაბიძე საქართველოშია და 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს. რაც შეეხება მოსკოვის "ლოკომოტივს", ამ გუნდში ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია ჩაირიცხა.
მკითხველის კომენტარები / 19 /
არანაირად არ უნდა გადავიდეს ლოკომოტივში,დაამტკიცე შახტარში ჯერ და თუ დაამტკიცებს უფრო მაღალი დონის გუნდშიც მოხვდები ევროპაში
smouk
08 ივლისი 2017 01:35
0
მოსკოვის ლოკომოტივი,,კოლხოზი, იყო და ,,კოლხოზი,,იქნება კიდევ საკმაო ხანს,როგორც რუსეთი!...მხოლოდ ევროპა გიო!და თუ არ არის ევროპის ვარიანტი,იბრძოლე შახტარში ძირითადში დამკვიდრებაზე!
ზაზა
07 ივლისი 2017 22:35
0
შახტარში არ ათამაშებენ და როდემდე იჯდეს ჯობია წავიდეს სადმე და რუსეთში არაო რომ კივიხართ რუსული და ქართული ჩემპიონატის დონე ისე განსხვავდება როგორც დღე და ღამე
zura
07 ივლისი 2017 22:29
0
მორიგი დაღუპული ტალანტი
jondo
07 ივლისი 2017 22:15
0
შახტიორზე ძლიერი გუნდი ევროპაშიც არაა ბევრი,ასე რომ ჯერ გიორგის არსად არ უნდა გაურბოდეს თვალი.რაც შეეხება მის თამაშს ახალგაზრდულში,მე მგონია Nნაკრებში მისგან სხვა თამაშს ელიან,შახტიორში კი უფრო სხვა ამოცანები აქვს და ამიტომ ცოტა თავის თავს არა ჰგავს.ნაკრებს რომ გამოკვეთილი ცენტრალური თავდამსხმელი ჰყავდეს,არაბიძე სულ სხვანაირად ითამაშებდა და თვითონაც გაუიოლდებოდა თამაში.
სოსო
07 ივლისი 2017 21:56
0
რუსეთი არა რა გიო.. . .შენი გვეიმედება, მაგრამ თითქოს არ გაქვს მონდომება ისე გამოიყურები ამ ბოლო თამაშებში. . .არ დაგავაღალატო. შენი კეთილის მსურველი
გიო
07 ივლისი 2017 20:16
0
სად იყურება არაბიძის აგენტი. როგორ შეიძლება ესეთ ბიჭს ევროპული ვარიანტი არ ქონდეს...
felisio
07 ივლისი 2017 17:58
0
ლოკომოტივი რუსეთის პრემიერლიგის მასშტაბითაც არ არის ძლიერი გუნდი, კარიერას დაიღუპავს, იმედია რუსეთში არ გადავა
nika
07 ივლისი 2017 17:34
0
ეს ბიჭი დროზე თუ არ გადავიდა რომელიმე ნორმალურ კლუბში ძალიან ცუდად იმოქმედებს მის კარიერაზე დუბლებში თამაში . სხვა უკეთესი ვარიანტი თუ არაა სჯობს ისევ ლოკომოტივი რადგან სიომინი ნამდვილად არ მოექცევა ცუდად.
kika
07 ივლისი 2017 17:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული