გიორგი ბერიძე: სამშობლოში თამაში ძალიან მომეწონა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" ორი მატჩის ჯამში 1:8 წააგო სლოვაკურ "ტრენჩინთან", რომლის გამორჩეული ფეხბურთელიც გიორგი ბერიძე იყო.

ტორპედო-ტრენჩინი 0:3 - 1:8 მარტივი ფეხბურთით [VIDEO]

ბერიძემ ორი გოლი გაიტანა ამ დაპირისპირებებში, თამაშის მერე კი იგი profutbal.sk-ს ესაუბრა:

"ძალიან კარგი მატჩი იყო, რომელიც ჩვენი გამარჯვებით დასრულდა და გახარებული ვარ. ძალიან მომეწონა სამშობლოში თამაში.

გახარებული ვარ, რადგან მოვიგეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით. თავიდან მატჩი ჩვენთვის რთულად წარიმართა, მაგრამ შემდეგ ჩვენ ჩვენი კლასი ვაჩვენეთ.

გოლი გავიტანე, თუმცა მე ჩემს ქვეყანას დიდ პატივს ვცემ და დიდად არ
მიზეიმია", - განაცხადა ქართველმა ლეგიონერმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოაშორეთ ქართული გუნდები ევროპას.
სირცხვილია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! დადეთ!!!!!!!!!!!!!!!!
sandro
21:36 07-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული