ვაკო ყაზაიშვილი: "სან ხოსეში" გუნდის აშენება ჩემ ირგვლივ სურთ

AutoSharing Option
ვაკო ყაზაიშვილის ახალი გუნდი "სან ხოსე" ამერიკის ღია პირველობის თასის მეოთხედფინალში გავიდა, მას მერე, რაც ვეტერანი ვარსკვლავის, კრის ვონდოლოვსკის ორი გოლის წყალობით, 3:2 დაამარცხა "ლოს ანჯელეს გელექსი".

შეხვედრა ამერიკაში - ზაზა ფაჩულიამ და ვაკო ყაზაიშვილმა მაისურები გაცვალეს

ამ შეხვედრაზე საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული NBA-ს ჩემპიონი ზაზა ფაჩულია. სან ხოსეში თამაშს 15 ათასი მაყურებელი დაესწრო, მატჩი კი სიმბოლური დარტყმით სწორედ ზაზა ფაჩულიამ გახსნა, ჩვენებურმა სტადიონზე გამოიტანა NBA-ს ჩემპიონის თასი და მაისური გაუცვალა თანამემამულე ვაკო ყაზაიშვილს.

ამ შეხვედრის შემდეგ MLS-ის ოფიციალურმა
საიტმა წერილი უძღვნა "სან ხოსეს" ქართველ ახალწვეულს.

"4,5 წელიწადია, "სან ხოსე" პლეი ოფში ვერ გადის და მთელი ამ ხნის განმავლობაში გუნდი ეძებს ჯადოსნურ მოთამაშეს, რომელიც შეტევაში გუნდის თამაშს გააძლიერებს. კლუბში ეიმედებათ, რომ ასეთი ვაკო ყაზაიშვილია, ე. წ. დანიშნული მოთამაშე, რომელიც ბეი არენაზე ამ კვირას ჩამოვიდა, სატრანსფერო ფანჯრის მეორადი გახსნისთვის.

მისი სამშობლო საქართველო მოსახლეობით დაახლოებით ბეი არენის ნახევარია. მას როლი აუცილებლად ერგება ახალი მწვრთნელის, კრის ლიტჩის შემტევ 3-5-2 ტაქტიკაში. "სან ხოსეს" გენერალურ მენეჯერ ჯესი ფიორენელის რამდენიმე წელია, სურდა 24 წლის ქართველის ხელში ჩაგდება. ის მისთვის საქებარ სიტყვებს არ იშურებს:

"ის ძალიან დინამიკური ფეხბურთელია. ფეხბურთელი, რომელიც ძალიან მონდომებულია. ის ზუსტად ისეთი მოთამაშეა, როგორიც გვსურდა. ის ყოველთვის ბრძოლაში მიიწევს იქ, სადაც იოლად არაფერს დათმობენ. მეტოქეთა მცველებს ძალიან უნდა გაუჭირდეთ. დიდი ხანია გვინდოდა ტექნიკურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელის დამატება".

ვაკო "ერზქვეიქსის" ფანებს ამერიკის ღია პირველობის თასის მატჩის შესვენებისას გააცნეს, რომელიც "სან ხოსემ" "ლოს ანჯელეს გელექსის" 3:2 მოუგო.

"ავაიაზე" მოსულმა ფანებმა იგი ძალიან თბილად მიიღეს. ფიორენელიმ უკვე განაცხადა, რომ ვაკოს საუკეთესო კონდიციებამდე 2-3 კვირა კიდევ ესაჭიროება. შესაძლოა, ის მაინც იყოს მზად 19 ივლისის ჩემპიონატის მატჩისთვის "ნიუ იორკ რედ ბულსთან", რადგან თავად ფეხბურთელი ფიქრობს, რომ ფორმაში უფრო მალე შევა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ მოვხვდი. როცა პირველად ჯესიმ დამირეკა, მან მითხრა, რომ გუნდის აშენება ჩემ ირგვლივ სურთ. მე, ჩემი მხრიდან, ყველაფერს შევეცდები. ყოველდღიურად ძალიან ბევრს ვიშრომებ, რომ საუკეთესოდ ვითამაშო", - აცხადებს ვაკო.

ვაკო საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრია და ის პირველი ფეხბურთელია საქართველოდან, ვინც MLS-ში ითამაშებს. მაგრამ ის არ არის ბეი არენის ერთადერთი ქართველი ვარსკვლავი სპორტში. NBA-ს ჩემპიონი "გოლდენ სტეიტიდან" ზაზა ფაჩულია ვაკოს თანამემამულეა. ზაზა ამ თამაშს საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა.

"ის ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. მას მერე, რაც იგი საქართველოს ნაკრებში მოხვდა, მის კარიერას ყურადღებას ყოველთვის ვაქცევ. მე ძალიან გახარებული ვარ მის გამო. მინდა ვუთხრა "სან ხოსეს" ფანებს, რომ მათ ძალიან კარგი ფეხბურთელი ეყოლებათ", - თქვა ზაზამ.

ვაკო სამოქალაქო ფორმაში იყო და არ უთამაშია "ლოს ანჯელესის" წინააღმდეგ. ის ზაზას მხრებამდეც ვერ წვდება, რადგან სიმაღლით მხოლოდ 5,8 ფუტია.

"მინდა საუკეთესოდ ვითამაშო და კარგად წარმოვჩინდე, ისევე, როგორც ზაზამ შეძლო ეს კალათბურთში", - ამბობს ვაკო.

ზაზა შეჰპირდა ვაკოს, რომ ყურადღებას მიაქცევს, ხოლო მისი მეუღლე მას ქართულ კერძებს არ მოაკლებს.

"როცა დრო მოვა, მას დეტალურად მოვუყვები, რა ესაჭიროება აქ წარმატებისთვის. იმედი მაქვს, რომ ის ასეთი იქნება, რადგან მენტალიტეტი გამარჯვებულის აქვს. ის მუდამ გამარჯვებისთვის იბრძვის და ამას ვაკოს ახალი გუნდიც იგრძნობს", - აცხადებს ჩემპიონი.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
ამის გარშემო აშენებული გუნდი? კარგით ერთი რა... კაცი ლეგიის დონეს ვერ შეწვდა.
მარსელი
16:50 11-07-2017
0
გამარჯვებებს გისურვებ ვაკო.
სოსო
17:54 11-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული