- დონეცკის "შახტარის" ბაზაზე დავით ხოჭოლავას პრეზენტაცია გაიმართა [VIDEO+PHOTO]
დონეცკის "შახტარი" სეზონს 15 ივლისს, სწორედ კიევის "დინამოსთან" უკრაინის სუპერთასისთვის მატჩით გახსნის და შესაძლოა, ხოჭოლავას ოფიციალური დებიუტი დონეცკელთა გუნდში სწორედ ამ მატჩშიც შედგეს.
"ხუთიანი" ყოველთვის იყო ჩემი საყვარელი ნომერი. გუნდში მოსვლისთანავე ვიკითხე, შემეძლო თუ არა მისი არჩევა. წინააღმდეგი არავინ
როდესაც "ჩერნომორეციდან" გადმოვედი, მეგონა, რომ სწორედ კუჩერი ითამაშებდა ძირითადში. თუმცა, აუცილებელია შრომა და მუდმივად ზრდა. არ ვაპირებ გაჩერებას და შევეცდები, ძირითადში დავიმკვიდრო ადგილი.
ვარჯიში "შახტარში" დიდად განსხვავდება "ჩერნომორეცში" მზადებისგან. პირველ რიგში - მაღალი ტემპით. აქ ყველაფერი გაცილებით სწრაფად სრულდება.
თამაში "დინამოსთან"? ყოველთვის მიჭირდა "შახტარის" წინააღმდეგ გარჯა. კიეველები უფრო "იკეტებიან", "შახტარს" კი სჩვევია საკუთარი თამაშის წარმართვა სწრაფი პასებისა და ინდივიდუალური მოქმედებების ხარჯზე. სუპერთასის მატჩში გამოჩნდება, რამდენად კარგად მოვემზადეთ შეკრებაზე", - უთხრა დავითმა ჟურნალისტებს.
ჟურნალისტებს ესაუბრა დონეცკის "შახტარის" მთავარი მწვრთნელი პაულუ ფონსეკაც, რომელმაც ქართველი მცველი ასე დაახასიათა:
"ჩვენ შემოგვიერთდა ხოჭოლავა - დიდი პოტენციალის მქონე შემსრულებელი. ამჟამად ის ცდილობს, მაქსიმალურად აუღოს ალღო ჩვენს თამაშს და ვფიქრობ, ახლო მომავალში მას შეუძლია ბრწყინვალე ალტერნატივა გახდეს (იგულისხმება გუნდიდან წასული კუჩერის პოზიცია)".