ლეგიონი: "ლოკომოტივმა" საბა კვირკველიას გოლით მოიგო! [VIDEO]

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში მოსკოვის "ლოკომოტივმა" საბა კვირკველიას ერთადერთი გოლით მოიგო.

"ლოკომოტივი" "არსენალს" მასპინძლობდა. ქართველმა ცენტრალურმა მცველმა სამქულიანი გოლი 57-ე წუთზე გაიტანა. მან, მასპინძელთა მიერ ჯარიმის შესრულების შემდეგ მიცემული შანსი გამოიყენა და სტუმართა კარი დაახლოებით 8 მეტრიდან აიღო.


მოგებამდე ძალიან ცოტა დააკლდა კიდევ ერთი ქართველის გუნდს. ჯანო ანანიძის "სპარტაკი" მოსკოვის "დინამოს" ეწვია. სტუმრები, 32-ე წუთზე, 2:0 იგებდნენ, მაგრამ 53-ე და მე-3 დამატებულ წუთზე გაშვებული გოლების გამო, ქულას დასჯერდნენ.

ქართველი ფეხბურთელი მთელი თამაში სათადარიგო იყო.
მკითხველის კომენტარები / 10 /
აუ რა გოლი გაიტანა! მთელი არსენალის ფეხბურთელები მოუტყუებია)))
0
საგოლ დზაან გამიხარდა.კიდე ბევრი გაგეტანოს
butxa
23:23 18-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული