თურქულია მედია: სანდრო კობახიძემ "გიოზთეფე" მწვრთნელის გადაწყვეტილებით დატოვა

AutoSharing Option
სანდრო კობახიძისა და თურქულ სუპერლიგაში ახლახან აღზევებული "გიოზთეფეს" გზები გაიყარა.

ამის თაობაზე ადგილობრივი მედია იტყობინება. როგორც ჩვენი თურქი კოლეგები წერენ, "გიოზთეფეს" მთავარი მწვრთნელი თამერ თუნა უკმაყოფილო იყო საქართველოს ნაკრების 29 წლის ნახევარმცველით და განშორების გადაწყვეტილებაც სწორედ მან მიიღო.

კობახიძე "გიოზთეფეში" გასულ ზამთარს გადავიდა და თავისი წვლილი შეიტანა იმაში, რომ გუნდი თურქული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდა. საგულისხმოა, რომ გოლი, რომელმაც "გიოზთეფეს" აღზევების დიდი სიხარული მოუტანა, სწორედ კობახიძის პასით გავიდა...

სხვადასხვა დროს კობახიძე თამაშობდა თბილისის "სპარტაკსა" და "დინამოში", ხოლო მერე უკრაინულ გუნდებში -
"დნიპროში", "კრივბასში", "არსენალში", "ვოლინსა" და "ვორსკლაში". საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კობახიძემ 35 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებებს გისურვებ სანდრო, გულიანი თამაში გიყვარს, უფალი იყოს შენი მფარველი ყველგან და ყოველთვის.
gizog
23 აგვისტო 2017 10:59
0
წამო დინამოში!
დინამო
19 ივლისი 2017 14:03
0
მოვიდეს აქ და საქართველოს გუნდებს დაეხმაროს
kaxa
19 ივლისი 2017 13:55
0

სიახლეები პოპულარული