საბა კვირკველია ტურის სიმბოლურ ნაკრებში სამმა რუსულმა გამოცემამ შეიყვანა

AutoSharing Option
ტულის "არსენალის" კარში გატანილი გამარჯვების გოლი დაუფასდა მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველ მცველს, საბა კვირკველიას.

ლეგიონი გუშინ: კვირკველიას გოლი, გვილია და ჯიღაური კი ლიგას აგრძელებენ [VIDEO]

იგი "ლოკომოტივის" ფანებმა ამ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად აირჩიეს, შემდეგ კი საბა "სპორტ-ექსპრესმაც" გამოარჩია - I ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

"ლოკომოტივის" მაისურით პირველი გოლი პირველივე ტურში, გამარჯვების მომტანი გოლი და მშრალად შენახული კარი - ცენტრალური მცველის ბრწყინვალე მატჩი", - წერს რუსული გაზეთი.

საბა სიმბოლურ ნაკრებში "ჩემპიონატმაც" შეიყვანა და Sportbox.ru-მაც.
I ტურის სიმბოლური ნაკრები. "სპორტ-ექსპრესი"
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული