ვაკო ყაზაიშვილის წარმატებული წარუმატებელი დებიუტი - გოლი და 1:5 წაგება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სან ხოსეს" ქართველმა შემტევმა, ვაკო ყაზაიშვილმა, ახალი გუნდის მაისურით სადებიუტო გოლი პირველივე შეხვედრაში გაიტანა. სამწუხაროდ, ეს გოლი მხოლოდ პრესტიჟის გამოდგა.

MLS-ის რეგულარული სეზონის მე-20 ტურში, "სან ხოსე" "ნიუ იორკ რედ ბულზს" ეწვია და შინ დამარცხებული დაბრუნდა - 1:5.

24 წლის ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა. ის მოედანზე მე-2 ტაიმის დასაწყისში გამოვიდა, როდესაც "სან ხოსე" 0:1 აგებდა. 88-ე წუთზე, როდესაც ნიუ იორკელები წინ უკვე 3 ბურთით იყვნენ, ვაკომ ერთი გოლი გაქვითა, მაგრამ დარჩენილ დროში, მეტოქემ მისი გუნდის კარი კიდევ 2-ჯერ
აიღო.

აღსანიშნავია, რომ ვაკომ, ბოლო სამ ოფიციალურ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და სამივე სხვადასხვა გუნდის მაისურით. 14 მაისს, მან თავი "ლეგიას" შემადგენლობაში გამოიჩინა, 11 ივნისს - საქართველოს ნაკრების, დღეს დილით კი - "სან ხოსესი".
მკითხველის კომენტარები / 6 /
საერთოდ არ მაინტერესებს "სან ხოსემ" რამდენი გოლი გაუშვა და კიდევ რამდენს გაუშვებს. ჩემთვის მთავარია ვაკო იყოს კარგ ფორმაში და საქართველოს ნაკრებში ითამაშოს...
tngh
20 ივლისი 2017 20:27
0
არც ისე ცუდათ ითამაშა ვაკომ, მაგრამ სან ხოსეს დაცვა და მეკარე ძალიან არ მომეწონა, იმდენი შეცდომა დაუშვეს, რამდენიმე მატჩს ეყოფოდა
ადამიანი
20 ივლისი 2017 14:05
0
საკრალური გახდა ქართული ფეხბურთისთვის 5-ი. ამერიკაშიც კი გადაწვდა ქართველ ფეხბურთელს.
gizog
20 ივლისი 2017 13:49
0
ამის ფეხბურთელობა ავსტრიასთან გამოჩნდა, 100% საგოლე პასი რომ არ მისცა თანაგუნდელს. ისე რავა კატებს აყეფებინებთ ამ უძაღლო ქვეყანაში. წამლათ რომ დაგჭირდეს, ერთ ევროპის დონის საშუალო ფეხბურთელსაც რომ ვერ იპოვი.
იაკინთე ხვიჩია
20 ივლისი 2017 11:52
0
სამაგიეროდ კარგად გაიხსნა. ადვილი ბურთი მაშინ გაგაქვს როცა კარგად იხსნები. ჩვენია და სხვა რაუნდა ვთქვათ :)
Irakli apkhaidze
20 ივლისი 2017 11:44
0
სამწუხაროა რომ მისი შესვლის შემდეგ გაუშვეს გოლები.მის გატანილს რაც შეეხება,ამ ბურთს ყველა გაიტანდა.
jumber
20 ივლისი 2017 10:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული