ესპანური "კორდობა" ავთო ებრალიძეს 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს

AutoSharing Option
ავთო ებრალიძე მალე იპოვის ახალ გუნდს. 25 წლის გარემარბი ახლა თავისუფალი აგენტია. მას კონტრაქტი აღარ აკავშირებს "ჟილ ვისენტესთან" და ეს ფაქტი ახალი კლუბის მოძებნას გაუიოლებს. მას რამდენიმე ვარიანტი აქვს.

ამ მომენტისთვის, განსაკუთრებით, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ბინადარი "კორდობა" აქტიურობს. ებრალიძემ "ლელოსთან" საუბარში დაადასტურა, რომ ამ კლუბს მართლაც სურს მისი გადაბირება:

"ჩემს მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. არის ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის კლუბ "კორდობას" რეალური ვარიანტი. ჯერაც ვფიქრობ ამაზე, რადგან მათ 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმება სურთ, მე კი უფრო 2-წლიანი მაწყობს.

თანაც,
პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ არ არის კარგი კონტრაქტი. უკვე ორი კვირაა, "კორდობასთან" მოლაპარაკება მიმდინარეობს და ვნახოთ, რა და როგორ იქნება. ისე კი ძალიან კარგი გუნდია... ახლა ინდივიდუალურად ვემზადები. მინდა, ახალ გამოწვევას სრულ მზადყოფნაში შევხვდე", - გვითხრა ებრალიძემ.

რაც შეეხება "კორდობას", სეგუნდა დივიზიონის ბოლო სეზონში ანდალუსიურმა გუნდმა მე-10 ადგილი დაიკავა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის კარიონია. გუნდის ყველაზე ცნობილი ფეხბურთელია მაროკოელი ზაქარია ბერგდიში, ვისაც პრიმერაში ასპარეზობის საკმაო გამოცდილება აქვს. კლუბში ასევე ირიცხებიან სერბი, კონგოელი, პორტუგალიელი და ჰონდურასელი ლეგიონერები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული