რომან ჭანტურიამ შესაძლოა კარიერა რუსეთში გააგრძელოს

AutoSharing Option
შესაძლოა, რომან ჭანტურიამ კლუბი შეიცვალოს და დროებით რუსეთში ითამაშოს.

ქართველი ფორვარდის იტალიელი აგენტი ლუკა პუჩინელი ამბობს, რომ მისი კლიენტის მიმართ რუსების დაინტერესება კონკრეტულია და უკვე მოლაპარაკებაც დაწყებულია.

"ჭანტურიამ "ემპოლისთან" ახალი კონტრაქტი 2020 წლამდე გააფორმა. მაგრამ შესაძლოა, იჯარით რუსულ კლუბში წავიდეს. მას ამ ქვეყნის პრემიერლიგის კლუბები - "რუბინი" და "როსტოვი" იწვევენ.

რუსებს 6-თვიანი იჯარა არ აწყობთ, ერთწლიანი სურთ, "რუბინი" კი "ემპოლის" ტრანსფერის გამოსყიდვასაც სთავაზობს. "ემპოლის" საბოლოო პასუხი ჯერ არ უთქვამს. ვნახოთ, ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება", - ამბობს პუჩინელი.

21 წლის ქართველი
"ემპოლიში" ოფიციალურად 2015 წლიდან ირიცხება. მანამდე, ორი წლის განმავლობაში, ის ამ კლუბის ასაკობრივ გუნდებში ვარჯიშობდა. 2017 წლის დასაწყისში ჭანტურია პორტუგალიურ "ოლიანენშეში" გაანათხოვრეს.

"ლელომ" შეიტყო, რომ რუსული კლუბები ჭანტურიას აგენტს ორიოდე დღის წინაც დაუკავშირდნენ. თავად ფეხბურთელმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

რაც შეეხება "ემპოლის" პოზიციას, ტოსკანური კლუბი ქართველის იჯარაზე უარს არ ამბობს, თუმცა მხოლოდ ნახევარწლიან იჯარაზე თანხმდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
რომან ჭანტურიას ვინც ფეხბურთი იცის ბევრი გოლი გაუტანია ჯერ 21 წლისაა და თავის სიტყვას კიდევ ბე ვრჯერ იტყვის მეცოდება ყველა შურიანი ადამიან ნი









მარიამი 28
25 აგვისტო 2017 20:02
0
გოლების გატანა იცის რაც მთავარია თავდამსხმელისთვის,ახლა მას პრაქტიკა ჭირდება და უნდა წავიდეს ერთი წლით,ოღონდ გარანტირებულად უნდა ქონდეს ბევრი სათამაშო დრო.წარმატებები მას.
ბესო
24 ივლისი 2017 23:24
0
კიდევ ერთი ემატება სკამის მხეხავებს.
kaxa
24 ივლისი 2017 17:56
0
ვინმემ თუ იცით ეს კაცი როგორ თამაშობს? კარგად თუ ისე რა?
ჰაჰა
24 ივლისი 2017 16:25
0
რუსეთის ჩემპიონატი კარგია თუ სისტემატურად თამაშობ!ჭანტურია კი დიდი ალბათობით სკამზე იჯდება, ამ კლუბებში (რუბინი,როსტოვი)კაჭარავამ ვერ დაიმკვიდრა თავი და რომან ჭანტურია მითუმეტეს...!
Gio
24 ივლისი 2017 15:46
0
ემპოლის ისე უჭირს თავდამსხმელები,რომ თუ ჭანტურიაში რაღაც პოტენციალს მაინც ხედავს და იმედია,ხედავს,ერთი წლით არ გაუშვებს.
სოსო
24 ივლისი 2017 15:28
0
dzalian kargia portugaliis meore ligis gunds norvegiis da daniis uazrobebs isev ruseti jobia rostovi gindac rubini carmatebebi romans:)))))))))
!!!!!
24 ივლისი 2017 14:55
0

სიახლეები პოპულარული