ქართველი ფორვარდის იტალიელი აგენტი ლუკა პუჩინელი ამბობს, რომ მისი კლიენტის მიმართ რუსების დაინტერესება კონკრეტულია და უკვე მოლაპარაკებაც დაწყებულია.
"ჭანტურიამ "ემპოლისთან" ახალი კონტრაქტი 2020 წლამდე გააფორმა. მაგრამ შესაძლოა, იჯარით რუსულ კლუბში წავიდეს. მას ამ ქვეყნის პრემიერლიგის კლუბები - "რუბინი" და "როსტოვი" იწვევენ.
რუსებს 6-თვიანი იჯარა არ აწყობთ, ერთწლიანი სურთ, "რუბინი" კი "ემპოლის" ტრანსფერის გამოსყიდვასაც სთავაზობს. "ემპოლის" საბოლოო პასუხი ჯერ არ უთქვამს. ვნახოთ, ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება", - ამბობს პუჩინელი.
21 წლის ქართველი
"ლელომ" შეიტყო, რომ რუსული კლუბები ჭანტურიას აგენტს ორიოდე დღის წინაც დაუკავშირდნენ. თავად ფეხბურთელმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
რაც შეეხება "ემპოლის" პოზიციას, ტოსკანური კლუბი ქართველის იჯარაზე უარს არ ამბობს, თუმცა მხოლოდ ნახევარწლიან იჯარაზე თანხმდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"