სლუცკი: "მზადებაში კვარაცხელიას შესაძლო წასვლას ვითვალისწინებთ"

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია "რუბინის" ამხანაგურ მატჩებში მშვენივრად გამოიყურება. ქართველმა გარემარბმა 5 ივლისს, "ურალთან" გამარჯვებაში (3:1) წვლილი საგოლე გადაცემით შეიტანა. მატჩის შემდეგ "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ქართველი გარემარბის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა:

"რუბინის" სამწვრთნელო შტაბი ახალი სეზონისთვის მზადებაში ხვიჩა კვარაცხელიას გუნდიდან შესაძლო წასვლას ვითვალისწინებთ. ქართველი გარემარბის გადაწყვეტილება სხვა ლეგიონერების მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული".

კვარაცხელიამ მოედანზე 65 წუთი გაატარა. "რუბინმა" ამის შემდეგ ერთი გოლის გატანა თერთმეტმეტრიანით შეძლო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მომზადებულია ria-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული