ალექსანდრე გურულმა პოლონელებს თავი მოაწონა

AutoSharing Option
26 წლის ქართველი ნახევარმცველი ალექსანდრე გურული ამჟამად პოლონეთის უმაღლესი ლიგის "ლეჩია გდანსკშია" სინჯებზე.

ჩვენი პოლონელი კოლეგების ცნობით, გურულსა და პოლონურ მხარეს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და უახლოეს დღეებში კონტრაქტიც გაფორმდება.

შეგახსენებთ, რომ გურულმა მიმდინარე სეზონი უკრაინის პრემიერლიგაში, ლვოვის "კარპატიში" გაატარა, სადაც შვიდ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. უკრაინელებთან ქართველს კონტრაქტი 2014 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ფასი კი 600 ათასი ევროა.

გურული პოლონურ კლუბში სინჯებზე შაბათს გამოჩნდა და, როგორც ჩანს, მათთვის თავის მოწონება მალე მოახერხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული