ირაკლი მესხიაზე უკრაინაში ნადირობა გააჩაღეს

AutoSharing Option
პორტუგალია ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტრაუნდის მე-4 ჯგუფის მატჩებს მასპინძლობს. ჯგუფში ლიდერები მასპინძლები და უკრაინა არიან, სადაც ჩვენი თანამემამულე ირაკლი მესხია თამაშობს.

უკრაინის ნაკრებმა ისრაელსა (2:0) და ირლანდიას (3:0) დამაჯერებლად მოუგო. 19 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ორივეჯერ შეცვლაზე ითამაშა - ისრაელთან მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა, ირლანდიასთან კი - მე-60-ეზე.

31 მაისს უკრაინელები პორტუგალიას ხვდებიან და ჯგუფში პირველ ადგილზე მხოლოდ მოგების შემთხვევაში გადიან, რადგან ბურთების უკეთესი სხვაობით პირველ ადგილზე მასპინძლები არიან (8:1).

მესხია კიევის "ობოლონში" თამაშობს, რომელიც უკრაინის პრემიერლიგიდან გავარდა და მომდევნო სეზონს
პირველში გაატარებს.

შევიტყვეთ, რომ მესხია ლუდსახარში კომპანიის გუნდში დარჩენას არ აპირებს და საკმაოდ წარმატებული მატჩების შემდეგ მრავალი წინადადებითაც მიმართეს.

მესხიას გადაბირება უკრაინის პრემიერლიგის გუნდებსაც სურთ. ჩვენთვის ცნობილია, რომ დონეცკის "მეტალურგი" და მარიუპოლის "ილიჩივეცი" დაინტერესდნენ, მაგრამ ეს მოლაპარაკების სურვილის მქონე კლუბების მხოლოდ ნაწილია.

დასრულდება 19-წლამდელთა შესარჩევი ციკლი და იმედია, ირაკლი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ მესხიას ჩვენი 21-წლამდელების მთავარი მწვრთნელი, ალექსანდრე ჩივაძე დაუკავშირდა და ფეხბურთელმა მას დაუდასტურა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში სურს.

მესხია ობოლონიდან მოდის? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

ირაკლი მესხია: ჩემი ოცნება საქართველოს ეროვნული ნაკრებია!
ირაკლი მესხიამ უკრაინა აალაპარაკა - მისი ნაკრებში გამოძახება უნდა ვიჩქაროთ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული