ბერლინის "ჰერტა" ლევან კობიაშვილისთვის იბრძვის!

AutoSharing Option
"ლევან კობიაშვილი არის ყველაზე წესიერი ფეხბურთელი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ", - თქვა დიუსელდორფის სკანდალურ მატჩამდე ორიოდე კვირით ადრე "ჰერტას" მთავარმა მწვრთნელმა, ოტო რეჰაგელმა.

ახლა კი 34 წლის ლევან კობიაშვილს ბუნდესლიგის ისტორიაში სარეკორდო სასჯელი, ერთწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. თუმცა ლევანი ბრძოლას აგრძელებს და მას "ჰერტას" ხელმძღვანელებიც მხარში უდგანან.

"კობიაშვილი იფიცება, რომ ვოლფგანგ შტარკისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და ჩვენ მისი გვჯერა", - ეს "ჰერტას" პრეზიდენტის, ვერნერ გეგენბაუერის სიტყვებია.

ეს განცხადება ბერლინელთა ბოსმა გუნდის დიდ შეკრებაზე, 3 400 ფანის წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მენეჯერმა მიხაელ პრეეტცმა კი თქვა - ლევანზე მომდევნო სეზონისთვისაც უდიდეს იმედებს ვამყარებთო.

იმ ადგილზე, სადაც შტარკის თქმით, კობიმ მას მუშტი ჩაარტყა, ვიდეოკამერები დამონტაჟებული არ არის და არც მომხდარის ფოტო-მტკიცებულება არსებობს, მაგრამ შტარკი და მისი ასისტენტები ლევანს ადებენ ხელს.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ აპირებს კობი თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ კობიაშვილი ერთწლიან დისკვალიფიკაციას გადაურჩეს, მაგრამ კარგი ის არის, რომ ეს სასჯელი მხოლოდ პირველ, მეორე და მესამე ბუნდესლიგებზე გავრცელდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დისკვალიფიკაციის შემთხვევაში მას ნებისმიერ ქვეყანაში შეეძლება კარიერის გაგრძელება. ასე რომ, სულაც არაა აუცილებელი, კობიმ კარიერა დაასრულოს და წესით, არაერთი მთხოვნელიც უნდა გამოუჩნდეს...

ჰერტა კობისთვის იბრძვის! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
გერმანიის საფეხბურთო კავშირი: ლევან კობიაშვილი მოიკვეთოს ერთი წლით!

ლევან კობიაშვილს ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს!
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოდით რა გადაამოწმეთ ნორმალურად ინფორმაცია. წესით ვერცერთ ქვეყანაში ვერ ითამაშებს.
vaska
19:12 01-06-2012
0
ვაჟკაცი ხარ ლევან!...გაგიმარჯოს და გაიხარე.
Jigaro
13:40 01-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული