შეგახსენებთ, რომ რუსთავის "მეტალურგი" უკრაინულ გუნდთან 0:1 დამარცხდა.
- რუსთაველებთან არცთუ იოლი თამაში გამოგვივიდა - ჩვენ ხომ საქართველოს ვიცე-ჩემპიონ გუნდს ვეთამაშეთ, რომელიც კარგად დაბალანსებული, მებრძოლი გუნდია.
ამ მატჩში გამარჯვების გამო ძალიან კმაყოფილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა არაოფიციალური იყო.
თამაშს უდიდესი პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ. ვცდილობდით, სამწვრთნელო შტაბისთვის იმედი არ გაგვეცრუებინა და ამოცანა შეგვ
- მოედანზე არაერთ ნაცნობსაც შეხვდი...
- დიახ, "მეტალურგის" ერთ-ერთ ფეხბურთელთან ერთად ნაკრებში ვთამაშობ, მეორესთან - რამდენიმე წლის წინ ერთ გუნდში ვთამაშობდი. თანაც, კარგად ვიცნობ ამ გუნდის მთავარ მწვრთნელსა და მეკარეთა მწვრთნელს.
- პირველი მათი შეძახილი, როდესაც "ზარიას" გუნდი დაინახეს, იყო: "ვაა, ჯაბა ლიპარტია… "
- დიახ (ეღიმება). სასიამოვნოა თანამემამულეებთან შეხვედრა, განსაკუთრებით, საზღვარგარეთ. თუმცა ცხოვრებაში თუ ვმეგობრობთ, მოედანზე მეტოქეები ვართ.
- შეკრება როგორ მიმდინარეობს?
- ვასრულებთ ყველა ამოცანას, რომელსაც სამწვრთნელო შტაბი გვიყენებს. ვმუშაობთ, რომ სამზადისში არაფერი გამოგვრჩეს.
- შინ დაბრუნება გინდათ?
- არ დაგიმალავთ და, გვინდა. თუმცა, ისიც ვიცი, რომ საჭიროა ჩემპიონატის წინ კარგად მოვემზადოთ და მუხლჩაუხრელად ვიშრომოთ. ოფიციალურ მატჩებში სწორედ ეს მოგვცემს დადებით შედეგს.
შეკრება ხომ იმისთვისაა საჭირო, რომ ჩემპიონატს კარგ ფორმაში შეხვდე.
იხილეთ ვრცლად:
რუსთავის "მეტალურგში" 22 წლის ტანმაღალი ხორვატი მეკარე გამოჩნდა
რუსთავის "მეტალურგის" მეტოქე ევროპალიგაზე ალბანეთის "ტეუტა" გახდა
ჯაბა ლიპარტია ლუგანსკის "ზარიაში" 2017 წლამდე რჩება
ჯაბა ლიპარტია: საქართველოს ნაკრებში მოხვედრაზე ხელი არ ჩამიქნევია